ამონარიდები ბესიკ ხარანაულის ლიტერატურული ქმნილებიდან – „ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის”
„არავის არ აინტერესებს სიმართლე. ილაპარაკე, რამდენიც გინდა, ყურს დაგიგდებენ, თავს დაგიქნევენ, არც გაგამართლებენ, არც გაგამტყუნებენ… ხვალე რომ თქვა იგივე, შებრუნებულად, ისევ ისე მოგისმენენ, ისევ ისე დაგეთანხმებიან, ისევ ტკბილად გაგშორდებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაც არ შეუძლია, კაცს იმის თქმა არ უხდება”.
* * *
„კაცი კაცზე მეტი უნდა იყოს და ქალი ქალზე, რომ იწვევდეს ინტერესს და არ თავდებოდეს, როგორც სხვა სილამაზე”.
* * *
„შენზე მეტ საქმეს რომ მოეჭიდები, სიბოროტით დაამთავრებ”.
* * *
„სუყველაფრის დედა ვატირე, სუყველაფრისა, რაც ბავშვის თავს გაგაწყრომინებს, გინდა ფანჯრის შუშა იყოს და გინდ რავი… რაც გინდა იყოს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ ხსოვნა არ ექნა, რაც უცხოვრია იმისა, მაშინ რაღა ადამიანია, მაშინ მხოლოდ არეკლილა სარკესავით და არც უცხოვრია”.
* * *
„როგორც გინდა ბედნიერი იყოს ადამიანი სხვაგან, მაინც სახლი ეძახის”.
* * *
„ბევრი გიჟი გამოიცვალა სოფელმა და ახლაც მადაზეა”.
* * *
„ჩვენი, დღევანდელობის ვალია, აწყმყოში ვთესოთ ყველა მარცვალი”.
* * *
„მიაწექი ამ ცხოვრებას, ეთამაშე, ესიყვარულე! ნუ დაიჯერებ, რომ ცხოვრება მგელი არის, ნუ გეშინია!” – (ავტორი გენია.ჯი)