ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან – „მთვარის მოტაცება”

„საოცარია, დიდკაცის სახელს როგორ დააცხრებიან პატარა კაცები”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – იცი, ყმაწვილო, ცხენზე ყოველი კაცი ჯდება, უზანგებს თუ შეაწვდინა ფეხი, თუთუნსაც ბევრი სწევს, ღვინოსაც ბევრი სვამს, ქალსაც ბევრი დასდევს, მაგრამ არაფერი ისე ძნელი გამოსაცნობი არაა, როგორც ცხენი, თუთუნი, ღვინო და ქალი”.

* * *

„სიბერეში თვით მოღალატესაც სამშობლო მოენატრება”.

* * *

„ასე ყოფილა: ადამიანს არასოდეს არ შერჩება ხელში, რაც უყვარს”.

* * *

„ძველ დროში, – ჩააგდო სიტყვა კაც ზვამბაიამ, – მტრებს შორისაც მეტი თავაზი იყო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პატარა კაცი იმ საოცარ ჩიტსა ჰგავს, ნილოსის ნიანგებს ჭამის გათავების შემდეგ რომ პირში ჩაუძვრება და კბილებს უწმენდს, კბილებს და კბილებს შორის ნამუსრევით რომ იკვებება”.

* * *

„გახსოვდეთ: ვინც გამოცვლილა, გადაგვარებულა კიდევაც”.

* * *

„ენა სწორედ თხის ქონში გავლებული ღვედივით უნდა იყოს მოქნილი”.

* * *

„ხანდახან მოენის იმასაც ეშინია, ვინც არავის არ ერიდება”.

* * *

„სისხლი წყლის წვეთს ჰგავს, წვეთს გამოუშვებ და ზღვა გამოჰყვება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>