ამონარიდები მაქს ფრიშის რომანიდან – „ვიქნები თუნდაც განტენბაინი”
„უიღბლო ვარო, ამის გამოგონება ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხელსაყრელი და ამიტომაც ასე გავრცელებული ხერხია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მამაკაცებს ჰგონიათ, ფული ყველაფრის ნებას აძლევთ”.
* * *
„ყოველი კაცი ადრე თუ გვიან თხზავს ისტორიას, რომელსაც თავის ცხოვრებად თვლის”.
* * *
„ – მე თუ მკითხავთ, სასიყვარულო ამბების უმრავლესობა, სჯობს, საერთოდ არ იწყებოდეს”.
* * *
„სანამ ქება ამოსდის პირიდან, ბრმასაც შეუძლია ყველაფერზე ილაპარაკოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანებს მისი თანამდებობა აიძულებს პატივისცემით მოეკიდონ. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ეს თანამდებობა უკავია და სანამ თავის დიდი სახელმწიფოს სახელისა და ტიტულის გამო თვითონაც მოვალეა პატივისცემით მოეკიდოს საკუთარ თავს…”
* * *
„წარსულს არსად მიეჩქარება”.
* * *
„საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველას სხვა საქმე გამოუჩნდება”.
* * *
„ეტყობა, კაცი ისე ვერ იცოცხლებ ამ ქვეყანაზე, თავის გამოცდილებას რაიმე ისტორია არ მოარგო”.
* * *
„საკუთარ თავზე რა აზრის ბრძანდები, ქვეყანას არ ეკითხება”. – (ავტორი გენია.ჯი)