ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან – „მთვარის მოტაცება”
„კაცი საშუალო სკოლას რომ გაივლის, მერმე უნივერსიტეტში შევა. უნივერსიტეტს დაასრულებს ავად ან კარგად, მერმე სამსახური უნდა დაიწყოს, მერმე ცოლი შეირთოს, ბავშვები გაზარდოს, მერმე?
და მერმე მოკვდება.
ეს გზა ათასებს და ათი ათასებს გაუვლიათ. ეს ამბავი გარეკანშემოცვეთილ ბულვარულ რომანსა ჰგავს, ათას კაცს გადაუფურცლავს, გადაუკითხავს იგი. არავის არაფერი შეუნიშნავს, არც შეუმატნია მისთვის, ისე გადადის ეს წიგნი ხელიდან ხელზე…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქვეყნის დამაქცევარ ავაზაკსაც ისეთი მართალი სახე აქვს ძილში, თითქოს ჩვილი იყოს აკვანში ჩაკრული.
ძილში ყოველ ადამიანს ყრმისა და მიცვალებულის ალალმართალი სახე აქვს. მას არ მოეკითხება ამქვეყნიური ცოდვებისათვის”.
* * *
„ჩვენმა დრომ გააშიშვლა ადამიანი, თუმცა, შესაძლოა, იგი მუდამ ამგვარი ყოფილიყო. მხოლოდ ნიღაბი ჩამოეხსნათ მისთვის”.
* * *
„ადამიანმა რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იმუშაოს, მეტი ილოცოს და იმხიარულოს. რას ერჩი?”
* * *
„მცირე სინათლე ყველგან ახლავს ბნელს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ …არც ისაა სწორი, თითქოს გენიოსურ აზრს უფრო მეტი ზეგავლენა ჰქონდეს ყოველთვის, ვიდრე ხიშტის წვერს ან ჰაუბიცის ვაზნას. უდიდეს მთავარსარდლებს და დესპოტებს ჯიხვის რქასავით მოუდრეკიათ ხოლმე უშესანიშნავესი გენიოსი თანადროული.
კაცობრიობა ზოგჯერ დესპოტების ჯოხსა და მახვილს უფრო მოკრძელბულად შესცქეროდა, ვიდრე გენიოსის კალამს ან დიდ მხატვრის ყალამს. და ბნელ ინსტიქტებს გაცილებით ადრე შეუგდიათ ბურთი ლელოში, ვიდრე ხელისხელსაგოგმანებელ ჭეშმარიტებებს”.
* * *
„ადამიანის საქმიანობას ერთი საუკუნის შემდეგ რომ ჯამი გაუკეთდება, მერმე გამოირკვევა, თუ რამდენი მიეთმოეთი უწერიათ და უკეთებიათ მოცლილებს საუკუნის მნანძილზე”.
* * *
„ამ დროებამ სისხლიც გადათელა და მირონიც გააპამპულა”.
* * *
„ – ყოველმა კაცმა თავის ჭკუაზე უნდა იაროს, დადრა!”
* * *
„ჭეშმარიტად, სიყვარული რომ არ გაჩენილიყო, სიძულვილი უთუოდ წალეკავდა ქვეყანას”. – (ავტორი გენია.ჯი)