ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „რკინის თეატრი”

„მეორე კაცისთვის სწორედ ისაა ყველაზე ძნელი ასატანი და, იმავე დროს, ადვილი მოსასპობი, რაც შენთვის უხვად მოუცია ღმერთს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თავისუფლება ლამაზი ქალივითაა, შენთანაა – ვერ აფასებ, სხვასთანაა და გშურს”.

* * *

„თავისთავად, დამოუკიდებლად არაფერი არ არსებობს არც ბუნებაში და არც ცხოვრებაში, ლომი იქნება თუ კოღო, კათალიკოსი თუ ტაძრის გლახა”.

* * *

„განა მთავარი ისაა, ვის სჭირდები? მთავარია, შენ რამდენად შეგიძლია, გამოადგე სხვას, ნებისმიერი გაგებით, ნებისმიერი თვალსაზრისით”.

* * *

„ერთია საფუძველი მრავლისა, ერთით იწყება სათვალავი, და როგორც ხალხი შეიძლება დავიდეს ერთამდე, ასევე შესაძლებელია, ერთი იქცეს ხალხად”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქალები გათხოვებამდე არასოდეს არ ფიქრობენ იმაზე, რაზედაც ლაპარაკობენ, ხოლო გათხოვების შემდეგ, არასოდეს არ ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ”.

* * *

„წარსული ყოფილი მომავალია, ხოლო მომავალი – პოტენციური წარსული”.

* * *

„კარგმა ცხოვრებამაც იცის მოყირჭება”.

* * *

„ყველა დროისა და ყველა ჯურის ადამიანი იმისთვის იღწვოდა და იმისთვის იღწვის ახლაც, ხვალ რომ მეტი ჰქონდეს, ვიდრე დღესა აქვს”.

* * *

„შექმნილით „ტკბობა” არა მარტო ძალასა და ხალისს გიბრუნებს, არამედ ერთხელ კიდევ გარწმუნებს, რომ იმისთვის, რაც წლების მანძილზე, წვეთვეთობით, ნამცეც-ნამცეც მოაგროვე, შეაკოწიწე, შეჰქმენი – ნამდვილად ღირდა წვალებად, ნამდვილად ღირდა ყოველდღე ერთი და იგივე საქმის კეთება, თუნდაც წინასწარ ჯვარდასმული სიცოცხლის დაცვა და გამართლება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>