ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „რკინის თეატრი”
„ – კაცობრიობამ ამოწურა თავისი თავი, დაისი დაუდგა და ახლა კეთილშობილებისა და პატიოსნების იმედზე ყოფნა იგივეა, ქვის ცულითა და მშვილდისრით რომ გამოხვიდე ტყვიამფრქვევის, ზარბაზნისა და ტანკის წინააღმდეგ. ახლა ის იმარჯვებს, ვინც უკეთესადაა შეიარაღებული, ვინც უფრო დაუნდობელია. ანგარიშის გასაწევი და სათვალავში ჩასაგდები მხოლოდ ისაა, ვინც მეორე ლოყასაც კი არ უშვერს შეურაცხმყოფელს, არამედ თვალის წილ თვალს მოითხოვს და კბილის წილ კბილს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველასათვის ერთნაირად მიუწვდომელი, ერთნაირად უხილავი ღმერთი მაშინ ახსენდებათ, როცა სხვა გზა აღარა აქვთ და რომლისგან მხოლოდ იმას მოითხოვენ, რისი აღსრულებაც თავად შეუძლებლად მიაჩნიათ, რადგან ის ღმერთია და იმიტომაცაა ღმერთი, არაფერი რომ არ აკავშირებს მისი იმედის ამარა დარჩენილ ადამიანთან, გარდა იმავე ადამიანის გულუბრყვილო და გინდაც თავხედური მომთხოვნელობისა, ჟინიანობისა. დიახ, ღმერთი იმიტომაა ღმერთი, არავითარ მონაწილეობას რომ არ იღებს შენს პირად ცხოვრებაში, ვიდრე პირადი ცხოვრება გაქვს და, ასე თუ ისე, თვითონვე შეგიძლია გაართვა თავი ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს”.
* * *
„იარაღის არსებობა მისი გამოყენების აუცილებლობასაც განაპირობებს; ასეთია იარაღის ბუნება და ამ ბუნებას, უპირველეს ყოვლისა, იარაღის მფლობელი ექვემდებარება”.
* * *
„ბრძოლა აუცილებლად შეკვდომას არ ნიშნავს”.
* * *
„შემთხვევითობას ნებისმიერი ადამიანი ექვემდებარება, ანუ ნებისმიერი ადამიანის გაბრიყვება შეუძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შედეგით ფასდება ყველაფერი და ვაი იმას, ვისაც მოთმინება არ ეყოფა, ანდა ბოლომდე არ აეხილება შედეგის დასანახი თვალი”.
* * *
„სხვა ვერავინ დაიკავებს იმ ადგილს, ვერც ძალითა და ვერც ვერაგობით, რაც მხოლოდ შენთვის განამწესა უფალმა!”
* * *
„მთავარი არდავიწყებაა”.
* * *
„მშობლის ვალი გაცილებით მეტს გულისხმობს, უფრო სწორედ, მშობლის ვალიდან ამოსვლა შეუძლებელია”.
* * *
„ზოგიერთისთვის სამშობლო იქ არის, სადაც გაძღებიან და არა იქ, სადაც ბევრ რამეზე უნდა თქვან უარი და, შეიძლება, საერთოდ ცარიელი მუცლით ჩავიდნენ საფლავში”. – (ავტორი გენია.ჯი)