ამონარიდები რამაზ კობიძის მოთხრობებიდან…
„ამ ქვეყნად კარგ სახელზე გამძლე არაფერია. კარგი სახელი მარმარილოს ქანდაკებაზე უფრო დიდხანსა სძლებს”. – (ქალბატონი ელენე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვერც კი წარმომიდგენია, რომ სულ ცოტა ხანი გაივლის და მე ცოცხალი აღარ ვიქნები. ხვალ მზე უჩემოდ ამოვა. ხუმრობა მგონია. არა, რაც გინდათ, თქვით, ბატონებო, და ძალიან მკაცრი განაჩენია. არ მინდა, სიტყვა „სასტიკი” ვიხმარო”. – (მარია ანტუანეტა)
* * *
„ზოგი პროფესორი ახერხებს თავისი შვილების ისე გაზრდას, რომ ისინი დიდი დაგვიანებითა და ტანჯვა-წვალებით იგებენ იმას, რაც ყოველი მწყემსისთვისაც იოლი გასაგებია”. – (ქალბატონი ელენე)
* * *
„შემთხვევითი ნაცნობობა ხშირად წლობით გრძელდება და ორივე მხარეს ბევრ სიხარულს ანიჭებს!..” – (თეთრკაბიანი გოგონა)
* * *
„ზოგია, ორი მყრალი ანეკდოტისა და გინების მეტი არაფერი იცის”. – (ფრონტული ამბავი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა ნამცხვარს პურის მაგივრობა შეუძლია?” – (მარია ანტუანეტა)
* * *
„ვინც გინდა იყავი, ოღონდ კაცს ნუ მოჰკლავ”. – (მკვლელობა)
* * *
„ – ზოგი რამ ვერც მე გამიგია. მარჯანიშვილი ამბობდა, ხელოვნებამ ხალხს სიხარული უნდა მიანიჭოსო. თვითონ კი ტრაგედიებს დგამდა”. – (ფრონტული ამბავი)
* * *
„სერიოზული ხალხი ყველგან საჭიროა…” – (იუსტინე ამაღლობელის საფიქრალი)
* * *
„მხოლოდ ნიჭის იმედი არასოდეს იქონიოთ”. – (იუსტინე ამაღლობელის საფიქრალი) – (ავტორი გენია.ჯი)