ამონარიდები თენგიზ გოგოლაძის რომანიდან – „კაცი კაცითა”
„ცხოვრება დიდი და ამღვრეული მდინარეა, ადამიანი – ზედ ატივტივებული პატარა ნაფოტი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კუჭი რომ მაძღარი გექნება, მაშინ თვალისჩინიც მოგემატება და სიმართლესაც დაინახავ”.
* * *
„ – მე მაინც მჯერა, რომ ქვეყანაზე ერთმანეთისათვის არსებობს ყველაფერი”.
* * *
„ცა რა იქნებოდა ერთი ვარსკვლავის ამარა და მიწა ერთი კაცის ამარა?”
* * *
„ერთი ყოველთვის მეორის ხარჯზე მდიდრდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კაცი კაცითაო, ჩემო გიგო, ხე კი ფესვებითაო”.
* * *
„ – ომი ხომ არ არის,მეთქი? – უფრო გაბედულად ჰკითხა წვევამდელმა.
- ომი არ არის შვილო ჩემო, მაგრამ ბოლშევიკები ომზე უარეს უმზადებენ შენს სამშობლოს.
- ბოლშევიკები რასაც გვიმზადებენ, ვიცით, ბატონო პოლკოვნიკო, ქვევრში კი არ ვსხვედვართ, აი, თქვენ რას უმზადებთ ამდენ მშიერ ხალხს, ეს გაგვაგებინეთ”.
* * *
„გული უნდა გქონდეს, გული კაცისა. ერთმანეთი თუ სიყვარულით არ გავიტანეთ, სხვა რა არის ეს დალოცვილი წუთისოფელი? ერთმანეთი რომ არ დავჭამოთ, მიწა ისედაც შეგვჭამს, ცას არ შევაბერდებით”.
* * *
„სჯობს კაცი სულ დამუნჯდეს, ოღონდ ტყუილს ნუ ეტყვის ნურავის”.
* * *
„ – მე წიგნებს თუ ვკითხულობ, ვკითხულობ იმიტომ, რომ ჩემს მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობდე”. – (ავტორი გენია.ჯი)