მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…

„სიქველე რომ სიმდიდრედ ითვლებოდეს, აღარც სხვისი ბედნიერება შემშურდებოდა და აღარც ჩემს უბედურებას დავიტირებდი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბედმა ისე ინება, რომ ჩემს კეთილისმყოფელს მხოლოდ კეთილმოსურნეობით თუ შემიძლია გადავუხადო სანაცვლო”.

* * *

„რაც უფრო ნაკლებ შეკითხვებს მომცემთ, მით უფრო მალე მოვრჩები სათქმელს”.

* * *

„ცოდვათა შორის ყველაზე მეტად ის ცოდვა არისხებს ღმერთს, რომელსაც უმადურება ჰქვია სახელად”.

* * *

„შესაძლოა მოხდეს, თაგვის ცრემლი კატას მოჰკითხონ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვიცი, სიბრძნის ერთი ნიშანი ისაა, რომ არასოდეს იხმარო ძალა იქ, სადაც შეიძლება მშვიდობიანად მოგვარდეს საქმე”.

* * *

„მონებად აქციო ისინი, ვინც თავისუფალ ადამიანებად შექმნა ბუნებამ, წარმოუდგენელ სისასტიკედ მიმაჩნია”.

* * *

„ყველამ თავის თავს მიხედოს. ეს უფრო გონივრული იქნებოდა”.

* * *

„რამდენჯერ გამიგონია: გინდ უმაქნისისთვის გიქნია სიკეთე და გინდ ზღვაში წყალი ჩაგისხამსო”.

* * *

„ჯერ კიდევ ბევრი რამ დამრჩა სათქმელი!” – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება