ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ანდაზა ბრძანებს: რაც უფრო სასარგებლოა გამცემლობა, მით უფრო საზიზღარია გამცემიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – აი, ეგაა ქალის ბუნება, ისა სძულს, ვისაც უყვარს, და ის უყვარს, ვისაც სძულს”.
* * *
„ – უნდა იცოდე, სანჩო, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ეკლიანი გზა ფათერაკების მაძიებელთა გზაა”.
* * *
„ნურასოდეს მოითხოვ იმას, რისი წართმევაც შეგიძლია”.
* * *
„ხელოვნება მოითხოვს, ორიოდე ჭკვიანი კაცის გემოვნებას თუ აკმაყოფილებს, დანარჩენებს კი იმდენივე გაეგებათ მათი, რამდენიც ვირს – ხურმისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ნურც დროს დაკარგავთ ფუჭად და ნურც ფულებს გაატანთ ქარს”.
* * *
„მე თუ მითხავთ, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე დაკარგული თავისუფლების კვლავ დაბრუნება”.
* * *
„ჩემი ღრმა რწმენით, ცარიელი სტომაქიდან ამონადენი სუნთქვაც ცივი უნდა იყოს”.
* * *
„მშვენიერების უებარი თვისება ის გახლავთ, რომ თავისი მომნუსხველი ხიბლით უცნაურად ამშვიდებს სულს და თავისკენ იზიდავს მას”.
* * *
„მშვიდობაა უძვირფასესი საუნჯე და საგანძური, ღვთაებრივი ხელით ბოძებული და ჩვენთვის დანატოვარი, რომლის გარეშეც არც ზეცას და არც ქვეყნად სასიკეთო არა იქნება რა”. – (ავტორი გენია.ჯი)