ამონარიდები ჟოზე სარამაგუს რომანიდან – „სიბრმავე”
„არის რაღაც, რაც ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჰო, ასე ხდება, ყველას ასე გვემართება, ოდესღაც უკეთესები ვიყავით”.
* * *
„სიტყვებს სჩვევიათ, კი არ გაამჟღავნონ, არამედ დაფარონ”.
* * *
„ჩვენს შიგნით არის რაღაც ისეთი, რასაც სახელი არა აქვს, მაგრამ სწორედ ის არის ჩვენი არის”.
* * *
„ტყუილ-მართალი მხოლოდ სხვადასხვა ხერხია სხვებთან ურთიერთობის გასარკვევად, საკუთარ თავთან ეს არ ჭრის, ამ შემთხვევაში ვერაფერს მოეჭიდები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ დაუშვათ, რომ საკუთარი თავი დაკარგოთ”.
* * *
„იმის გაფიქრება, რომ ოდესმე მოვკვდებით, იმდენად აუტანელია, რომ ყოველთვის ვცდილობთ მკვდრების გამართლებას, და, ალბათ იმიტომ, რომ წინასწარ ვითხოვთ შენდობას, სანამ ჩვენი ჯერი დადგება”.
* * *
„მარტო თვალი ვერ გაგაძღებს”.
* * *
„პასუხი ყოველთვის როდია, როცა გჭირდება, ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ პასუხის მოლოდინია სწორედ ერთადერთი შესაძლო პასუხი”.
* * *
„შურისძიება, თუ ის სამართლიანია, სავსებით ადამიანური გრძნობაა, თუ მსხვერპლს არა აქვს ჯალათის დასჯის უფლება, მაშასადამე, სამართლიანობაც არ არსებობს”. – (ავტორი გენია.ჯი)