ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „გმირთა ვარამი”
„რაც უფრო მცირეა ერი, მით უფრო დიდია მისი შეგნებული შვილის დარდი! მოვალეობაც!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაზე უარესია, როცა ტყუილი სიმართლეს ჰგავს და კი არ არის!”
* * *
„ – ისპაჰანელმა ბრძენმა ბრძანა – ვეფხვი თუ გსურს იყოლიო, ან შენ უნდა ჩაჯდე გალიაში, ან ის ჩასვაო!”
* * *
„ვაი უსახელობას სამშობლოში და ვაი სახელოვნობას უცხო მხარეში!
ვაი უნიჭობას შინ და ვაი ნიჭიერებას გარეთ! სხვასთან! მტერთან!
სხვაგან დახარჯული ნიჭი ისევე ამაოა, ვით სხვის ბრძოლაში დაღვრილი სისხლი!”
* * *
„ცხოვრების უკუღმართობა იმაში მდგომარეობს, რომ სიბერისას ადამიანმა თავისი ახალგაზრდობის შეცდომები ასწორო და ვერ გაასწორო!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თურმე ჰოროველასაც სჯობნებია დამარცხებული მტრის ღრიანცელი!”
* * *
„ – თავი იყოს მოსაკვეთი და ჯალათი ყოველთვის მოიპოვება ქვეყანაზე! და კიდევ, მთავარია, დროზე მიხვდე, რომელი თავია მოსაჭრელი!”
* * *
„სიბერე ეჭვებისა და დარდების საბუდარია!”
* * *
„ერის მატიანე, მისივე პირუთვნელი სამხილავია… და ვაი მას, ვისაც აღარ სწადს გარდასულ ჟამთა და საქმეთა სარკეში შთახედვა, განსჯა, მომავალ დღეთა სათვალისწინოდ და წარსამართებლად!”
* * *
„რამდენი თვალი და ხელ-ხმალი უნდა გქონდეს ქართველ ადამიანს?!” – (ავტორი გენია.ჯი)