ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – ესეც იცოდეთ – მხოლოდ ზნემაღალნი, დიდსულოვანნი უძლებენ დრო-ჟამის ვარამს… არ იმღვრევიან, არ მწარდებიან, არ კნინდებიან!” – ლევან გოთუა (გმირთა ვარამი)
* * *
„ენამოსწრებულება მახვილი ჭკუის ნიშანია. ხომ მოგეხსენებათ, რომ მახვილსიტყვაობა შეუთავსებელია ჩლუნგ გონებასთან”. – სერვანტესი (დონკიხოტი)
* * *
„ – თავგანწირვა ადვილია… შვილგანწირვაა ძნელი!” – ლევან გოთუა (გმირთა ვარამი)
* * *
„გარეგნობას არ უნდა ენდო, და არც ლამაზი პირისახე და არც მშვენიერი აღნაგობა არ განსაზღვრავს გულის სიმტკიცეს”. – ჟოზე სარამაგუ ჟოზე სარამაგუ (სიბრმავე)
* * *
„არსებობს ამქვეყნად რაღაც ისეთი, რისი ახსნა არც უნდა სხცადო, არც მიზეზს ჩაეძიო, არც სხვის აზრებსა და გრძნობებში მოინდომო გარკვევა”. – ჟოზე სარამაგუ ჟოზე სარამაგუ (სიბრმავე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეუგნებელი აზროვნება ცხოველისაკენ უფრო სძალავს ადამიანს, ვიდრე კაცობისაკენ…” – ლევან გოთუა (გმირთა ვარამი)
* * *
„ადამიანთა გონიერება და უგუნურება ყველგან ერთნაირია”. – ჟოზე სარამაგუ (სიბრმავე)
* * *
„ღირსება შეიძლება ღარიბსაც ჰქონდეს, მაგრამ ბიწიერს კი – არასოდეს”. – სერვანტესი (დონკიხოტი)
* * *
„ღმერთს ავი ამბავი და გლეხკაცი ერთამანეთისთვის გაუჩენიათ”. – მიხეილ ჯავახიშვილი (არსენა მარაბდელი)
* * *
„მაინც, რა წინ დაუხედავია ხანდახან ხალხი!” – სერვანტესი (დონკიხოტი) – (ავტორი გენია.ჯი)