ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „გმირთა ვარამი”
„შხამისა და ბოროტების თესლმა ხშირად რამდენიმე შავ-მოსავალი იცის… ერთხელ მაშინვე, მერმე კი ბოროტის ნათესი და ნაგესლი საბოლოოდ რომ გამოჩნდება და გამომწიფდება…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კაცი რომ თავის ქვეყანას გადაუდგება, იმას ჯოჯოხეთით ვეღარ შეაშინებ!”
* * *
„არ არსებობს, ოდესღაც ძალამოსილის უძლურ სიბრაზეზე უფრო შლეგი და შმაგი გაბოროტება!”
* * *
„ – შინა მტერი, ჯერ ჩვენს შიგნით ზის უპირველესად!”
* * *
„ – თუ ერის გრძნობა აღარა გაქვთ… იქნებ ხატ-მადლის რწმენამ, ნათესავთ სიყვარულმა, ან მონაგარის მიზიდულობამ შეგაგონოთ უღალატო თავგანწირვა, მხარი-მხარ დგომა… უკეთუ ზნეობის ნატამალიც აღარ გაგაჩნიათ… თუ არც ეგა და… გულის ჯურღმულში მგლური ზნე მაინც მოიპოვეთ… თავის ლეკვების დასაცავად ისიც კი შეაკვდება მონადირეს, ან უფრო დიდ ნადირს! ადამიანური სიბრძნე, სიყვარული და ურთიერთგაგება თუ სულ დაჰკარგეთ, ნადირთ შმაგობით მაინც მოდექით!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რას მიქვია მწიგნობარი თუ უცოდინარი, თავადი და გლეხი, ერი და ბერი. ერს როდესაც სჭირია, ყველამ ყველაფერი უნდა შესძლოს, თავზე შემოივლოს!”
* * *
„ადამიანის შემღვრევა, მისი სულიერი გათახსირება, განუზომლად უფრო ადვილია, ვიდრე ზნეობრივი აღზრდა, გაკეთილშობილება!..”
* * *
„ – ეჰ, განა მარტო მე, მთელი ქვეყანა სააქიმოა დოსტაქარო!”
* * *
„არის დანაშაული, რომელიც არასგზით არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს!”
* * *
„ჯერ ქვეყნის საქმეზე ვიფიქროთ…” – (ავტორი გენია.ჯი)