ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „ქალი გამოვიდა საღალატოდ”
„ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეაო”. ამიტომაა ადამიანი მთელი არსებით, ჯახირით, ჭაპანწყვეტით ამ სიმაგრეს აგებს და საუბედუროდ მოკვდავთა დიდი ნაწილი მხოლოდ ამ „ციხეს” აშენებს. ამით იწყება და მთავრდება ამქვეყნად მათი სტუმრობა… და კიდევ უარესი, არც ისე ცოტანი, ამასაც ვერ აბამენ თავს, ისე ასრულებენ ამა სოფლად ბოგინსა და ბლაცუნს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თავშესაფარი უნდა ადამიანს, ადამიანი ნადირი არაა… და თვით ნადირიც არ ვარგა ხის ძირას უბუნაგოდ”.
* * *
„დრო ვერ კლავს დედას, ვერ გავიწყებს”.
* * *
„რა ადგილიც გერგო, ალბათ, უკეთესის ღირსი არც იყავი”.
* * *
„არსებობა ხელჩართული ბრძოლაა და ვერავინ თავისი მოგებული ომის სარდლად ვერ დაგსვამს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ …და რაა ეს ზნეობა ისეთი, რომ თანაბრად ყველას არ ეხება? რატომ უშვებს ძლიერთა ამა ქვეყნისათათვის გამონაკლისს?
* * *
„მოღალატეს, ორგულსა და ორპირს ასჯერ მეტი ჭკუა, გამჭრიახობა და გაძრომ-გამოძრომის უნარი სჭირდება”.
* * *
„გონიერმა ადამიანმა დანაშაული ყოველთვის სხვაში არ უნდა ეძიო, ვისაც სახლში არ სცივა, ქუჩაში სითბოს ძებნას არ დაიწყებს”.
* * *
„სხვისთვის შუბლს ვინ გაიცხელებს, როცა ქვეყანას თავისი ღალატის, შოვნა-ძღომის, თავისი ჩრდილისა და თავშესაფრის ძიებაც ჰყოფნის”.
* * *
„მარტო საკუთარ სტომაქში ცქერა ცხოველურია”. – (ავტორი გენია.ჯი)