ამონარიდები ვასილ ბარნოვის რომანიდან – „ტრფობა წამებული”

„ღმერთს ჭკუა არ ესწავლება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ძნელსაცნობია ადამიანის ცხოვრება”.

* * *

„სიტურფე ღვთაებურ ნიჭთაგანია უშლელი, ანარეკლი თვით სახიერის მეუფისა”.

* * *

„წარსულს თან არავინ გაჰყოლია. ან რა საჭიროა?!..”

* * *

„არა ჰხამს ძლეული მტრის მეტად დამცირება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრება სავსებით არავის უსრულებს ნატვრა-ოცნებას”.

* * *

„ – ეჰ, წინათ ადამიანიც ღმერთებთანა სცხოვრობდა იმ ნეტარების ედემში, რადგან ერთი ღმერთთაგანი იყო გულუბრყვილო. ეხლა… მხოლოდ იშვიათნი უახლოვდებიან მას, ღირს იქმნებიან იხილონ ზურგით კერძო მაინც და დასტკბნენ მისი საპფირონების ელვარებით”.

* * *

„სიყვარული გრძნობათა მზეა, ის უხვად აბნევს მანათობელ სხივებს თავის გარშემო და იზიდავს თავისკენ ყოველსავე არსს სათაყვანებლად თუ სადიდებლად”.

* * *

„უკიდურესმა განსაცდელმა გამბედაობის ჩაწვეთება იცის ხოლმე გულში”.

* * *

„იცის სიცოცხლეულეველმა ერმა: უდიდეს გაჭირვებაში უძლეველ ძალას იჩენს საარსებოსა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება