ამონარიდები იოზეფ იგნაცი კრაშევსკის რომანიდან – „ძველი თქმულება”
„ზოგიერთს მკლავში მეტი ძალა აქვს, ვიდრე თავში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უმამო ადამიანებში ისევე ვერ დამყარდება წესრიგი, როგორც უდედაფუტკრო სკაში!..”
* * *
„კარგად დაიხსომეთ: კურდღელიც კი იცავს თავს, როცა ძაღლები უტევენ”.
* * *
„ზეცის განკითხვა რომ არ არსებობდეს, ჩვენ შეგვეძლო იმის გაკეთება, რასაც მოვისურვებდით”.
* * *
„ცივილიზაციას ახლადნაზიარებ ხალხებში თავდაცვის ინსტიქტი ზოგჯერ ეშმაკურ ფანდს ემგვანება და უჩვეულო სახით მჟღავნდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რასაც თვალი ვერ სწვდება, გული გრძნობს”.
* * *
„ – ეს კია, კოჭლ მგელსაც უნდა დაეხმარო, თუ გთხოვს”.
* * *
„ – გული თუ გულობს, ძალაც გამოჩნდება”.
* * *
„ყველაფერი უცხოური ცუდი როდია”.
* * *
„ – მე კმეტი მეფუტკრე ვარ, ვცხოვრობ ისე, როგორც ჩვენი მამა-პაპა ცხოვრობდა და ვიცავ ძველებურ წესებს… ამის გამო ველურებს გვიწოდებენ. ჩვენ კი ველურებს იმას ვეძახით, ვისაც გული აქვს მტაცებლისა, თუნდაც ძვირფას იარაღსა და მდიდრულ ტანისამოსს ატარებდეს…” – (ავტორი გენია.ჯი)