ამონარიდები ჟაკ-ანრი ბერნარდენ დე სენ-პიერის რომანიდან – “პოლი და ვირჟინი”
„ძლიერნი ამა ქვეყნისანი სუსტებს მხოლოდ პირადი გართობისათვის დაეძებენ. მათ გამრთობათ კი ვერ გამოდგები, თუ კეთილ საქციელთან ერთად ცუდიც არ მოუწონე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეუძლებელია არ გძულდეს ადამიანები, თუ ფიქრობ, რომ ისინი ავი არიან; შეუძლებელია იცხოვრო ბოროტ ადამიანებთან, თუ ცრუ კეთილგანწყობილების ნიღაბქვეშ მათ თავის სიძულვილს უმალავ. ამგვარად, ავენაობა გვაიძულებს ცუდად მოვეპყრათ სხვებსაც და ჩვენს თავსაც”.
* * *
„ – ღმერთო ჩემო! რა ძნელია კეთილი საქმის გაკეთება! ავისა კი რა ადვილია!”
* * *
„უმადურ შვილებს ღმერთი სასტიკ სასჯელს უმზადებს”.
* * *
„ასე სჩვევია ყველა მგრძნობიარე არსებას: როდესაც ისინი იტანჯებიან, ყველაზე უფრო ველური და უდაბური ადგილებისაკენ მიილტვიან, თითქოს ეს კლდეები უბედურებისაგან დასაცავი სიმაგრეები იყოს, თითქოს ბუნების სიმშვიდეს სულის აუტანელი მღელვარების დაწყნარება შეეძლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ უაღრესად მოწესრიგებულ სულშიც ჩნდება ხოლმე შემაშფოთებელი ღრუბლები”.
* * *
„განა ყველას, ვინც ერთად იზრდება, არ უყვარს ერთმანეთი?”
* * *
„შეხედეთ, მიწაზე ყველაფერი იცვლება, მაგრამ არაფერი იკარგება”.
* * *
„სუსტი ადამიანისათვის, წუთისოფლის სტუმრისათვის არ არის შექმნილი გეგმები სიამოვნება-სიმშვიდის, ნეტარება-სიმდიდრისა და სახელის მოხვეჭის შესახებ”.
* * *
„გაუბედურებულ სათნოებას ისეთი დიდი ძალა აქვს, რომ ის თავისი სამარის გარშემო ყველა სარწმუნოების ხალხს იკრებს”. – (ავტორი გენია.ჯი)