ამონარიდი თენგიზ ჩალაურის მოთხრობიდან – „რას ვურჩევთ იმ კაცს!”

„მგელი ხომ მგელია და ის რომ ლეკვს დაბადებს, ძუძუს აწოვებს, წამოზრდის, ნადირობას ასწავლის, ცხვრის დამარტოხელებას და იმასაც, მწყემსს და ნაგაზს როგორ მოერიდოს, და ამას ყოველივეს რომ კარგად შეაგნებინებს, ცოტა ხანს კიდევ უთვალთვალებს და ბოლოს სულაც ძალით მოიშორებს, იმიტომ, რომ მგელსაც ყოფნის გონიერება და ხვდება, წამოზრდილ ლეკვს თავისგაგნება რომ დროულად ჭირდება, რადგან მომავალში იმან თავად უნდა შეიძლოს მგლობა, თავისგატანა და ჯიშის გაგრძელება. სხვაგვარად აუცილებლად დაიღუპება და ამოიძირკვება იმის გვარი და ჯილაგი.

ჩვენ კიდევ „მამის არდამჯერესაო”… „დედის წინ მარბენალ კვიცსაო”… და რაღას აღარ ვჩმახავთ. სწორედაც რომ წინ უნდა ირბინოს და არა კუდს ამოფარებულმა იჩანჩალოს, მაგრამ ვიდრე გაგვისწრებდეს და ბუქს მოგვაყრიდეს ცხვირში, იქამდე ისეთი ჭენება უნდა ვასწავლოთ, რომ ვერც მგელი მიწვდეს და ვერც მგლისფერი ძაღლი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>