სანჩო პანსას მონოლოგები „დონ კიხოტი”-დან…
„ტვინის ნატამალი რომ მქონოდა, დიდი ხანია ჩემს ბატონს თავს დავანებებდი. მაგრამ, რა ვქნა, ასეთი ყოფილა ჩემი ბედი და იღბალი; სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია, სულ მუდამ კუდში უნდა ვდიო. რას იზამ, ერთი სოფლიდანა ვართ, მის პურსა ვჭამ და ძალიან მიყვარს; ისიც დიდად მადლიერია, სამი ჩოჩორი მაჩუქა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მისი ერთგული ვარ და კუბოს კარამდის ვერაფერი დაგვაშორებს ერთიმეორეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა მოკითხვის ბარათი მიგვაქვს და მიწაში გვფლავენ, დღიური მუშაცა და თავადიც თანაბრად ვიწრო ბილიკით მილასლასებს საიქიოსკენ. რომის პაპიც იმხელა ადგილს იჭერს მიწაში, რამხელასაც უბრალო მნათე, თუმცა აბა, სად პირველი და სად მეორე?”
* * *
„ამ ქვეყნად ერთი სტომაქიც არ მოიძებნება, თუნდაც ერთი ხელის დადებით განიერი რომ იყოს მეორეზე და მისი ამოვსება, როგორც ამბობენ, ყველაფრით შეიძლებოდეს”.
* * *
„მართალია, ერთი ხეპრე და უბირი კაცი გახლავართ, მაინც მესმის, რას ნიშნავს ანდაზა: „ჭიანჭველას რომ ფრთები გამოესხა, მისი საქმე მაშინ წახდაო”. შესაძლოა, სანჩო-საჭურველთმტვირთველმა უფრო მალე დაიმკვიდროს სასუფეველი, ვიდრე სანჩო-გუბერნატორმა”.
* * *
„ჩემის აზრით, თავიდათავი – დასაწყისია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რამდენჯერ მინახავს ვირებს გუბერნატორებად გზავნიდნენ და მე რომ ჩემი ვირი თან წავიტანო, ვითომ რა, ახალი ხილი იქნება?”
* * *
„ჩემი ბატონი ბრძანებს, თავაზიანობის გამოხატვისას უმჯობესია გადაამლაშო, ვიდრე მარილი დააკლოო”.
* * *
„გამიგონია, ჯვარს უკან ეშმაკი დგასო”.
* * *
„ღირსეული საჭურველთმტვირთველი გუბერნატორობასაც ღირსეულად გაართმევს თავს”.
* * *
„მე თუ მკითხავთ, ჩემი ბატონი ნამდვილი გიჟია, თუმცა ხანდახან ისე დალაგებით და ჭკვიანურად მსჯელობს, რომ ჩემი და სხვათა აზრითაც, ვისაც მისი ლაპარაკი მოუსმენია, უფრო ჭკვიანურს თვით სატანაც ვერ იტყვის რასმე, მაგრამ, ყოველივე ამის მიუხედავად, გულახდილად რომ მოგახსენოთ, ჩემის ღრმა რწმენით, სრულ ჭკუაზე არ უნდა იყოს და, რაკი ეს აზრი თავში ლურსმანივით მაქვს ჩაჭედილი, ხანდახან ვბედავ, ისეთი რამ ვარწმუნებინო, რაც არასდროს მომხდარა და რასაც არც თავი აქვს და არც ბოლო”.
(„თუ დონ კიხოტ ლამანჩელი გიჟია, შლეგი, შეშლილი და გადარეული, მისმა საჭურველთმტვირთველმა სანჩო პანსამ კი ყოველივე ეს იცის და, მიუხედავად ამისა, მაინც სულ კუდში დასდევს, ერთგულად ემსახურება და ყველა მისი ამაო აღთქმისა სჯერა, მაშასადამე, თვითონ უფრო შლეგია და დამთხვეული, ვიდრე მისი ბატონი”) – (ავტორი გენია.ჯი)