ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი რომანიდან – „დონ კიხოტი”
„პატიოსანი გოგო ფეხმოტეხილივით ერთთავად შინ უნდა იჯდეს; რაღა ქალი და რაღა ქათამი: გარე-გარე წანწალი არც ერთს არ დააყრის ხეირს. ვისაც სხვების ნახვა სწადია, იმას ისიც სურს, რომ თავის მხრივ, სხვებმაცა ნახონ. მორჩა, მეტს აღარ გეტყვით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – უნდა მოგახსენოთ, მეგობრებო, რომ რაღა უქმად მოყიალე ხალხი სახელმწიფოში და რაღა მუქთახორა ფუტკრები სკაში, მუშა ფუტკრების შეგროვილ თაფლს რომ ნთქავენ”.
* * *
„ – ან პური მაჭამეთ, ან ეგ თქვენი გუბერნატორობა უკანვე წაიღეთ, რადგან თანამდებობა, მის აღმსრულებელს რომ ვერ არჩენს, ჩალადაც არა ღირს”.
* * *
„სიბრიყვის საძირკველზე სიბრძნის შენობას ვერ ამოიყვან”.
* * *
„მართლმსაჯულებას კაცის დაკითხვა თავს ურჩევნია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიმართლე ყოველთვის ისე ექცევა თავზე სიცრუეს, როგორც ზეთი – წყალს”.
* * *
„ძაღლს საყელური შეაბეს და თავისი ამხანაგი ვეღარ იცნოო”.
* * *
„ყოველი მაღალი თანამდებობა, ყოველგვარი აღზევება და ზეობა სხვა არა არის რა, თუ არა ვნებათაღელვის შმაგად მბრუნავი მორევი”.
* * *
„ვისი შეურაცხყოფაც არ შეიძლება, იმას შეურაცხყოფაც არ შეუძლია”.
* * *
„სანამ ცოცხალი ხარ, ბევრი რამის გამოსწორება შეგიძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)