ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ისეთი რამე არც უნდა გინდოდეს, რასაც არავინ მოგცემს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბიჭო, ცოდნას ვინ უყურებს დღეს? რამდენიმე მეცნიერების ცოდნას დღეს სჯობია, ცხოვრების არითმეტიკა იცოდე და ჭკვიანურად გამოიყენო. ცოდნის დონე კი არა, მისი გამოყენების გაბედულება და მეთოდებია მთავარი. რასპუტინი გაგიგონია?
- როგორ არა!
- ვინ იყო რასპუტინი? ბნელი, გაუნათლებელი „მუჟიკი”, რაც ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, ისე მარჯვედ მოიხმარა, იმ შენ განათლებულ ნიკოლოზს კისერზე ეჯდა”.
* * *
„უფროსი რომ ლაპარაკობს, ენა მაცივარში უნდა შეინახო”.
* * *
„ფულიანი კაცის დამჭერი ჯერ არავინ მინახავს მე!”
* * *
„ზოგისთვის კანონი ისეთივე დაბრკოლებაა ცხოვრების გზაზე, როგორც ბრმისთვის წითელი შუქი ქუჩის გადასასვლელზე. იგი ბრმაა და ყრუა კანონის მიმართ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რა ბედნიერებაა, ჩადიოდე დანაშაულს და არ გრძნობდე შიშს, ან სინდისის ქენჯნას, ან რაღაც ისეთს, რაც მკაცრი გამომცდელივით დაგისვამს კითხვებს და თავდაცვის იმუნიტეტს გამოგიმუშავებს”.
* * *
„თათბირი ზოგადი ცნებაა და მისი დამახასიათებელი ნიშანთვისებათა მიხედვით ქვეკატეგორიებად უნდა იქნეს კლასიფიცირებული: მსჯელობა, ბაასი, მუსაიფი, კამათი, ლაყაფი, მასლაათი”.
* * *
„საქმე უპატიოსნების არსებობაში კი არ არის, არამედ მის მასშტაბში, თუ რა შეფარდებაშია იგი პატიოსნებასთან”.
* * *
„ბრმა ცნობისმოყვარეობა ეპიდემიური სენივითაა!”
* * *
„ხშირად თვალს შეცდომაში შეჰყავს ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)