ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ – პურია ყველა სატკივარის წამალი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საცა რჩევას არ გკითხავენ, ენას კბილი დააჭირე”.
* * *
„სადაც არ უნდა შეგხვდეს, სიმამაცეს ყველგან პატივი უნდა მივაგოთ”.
* * *
„არ არსებობს ისეთი უხეირო წიგნი, რომ შიგ კარგი არა იყოს რა”.
* * *
„ნამდვილი ექიმები დაფნის გვირგვინის ღირსნი არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის შემთხვევები, როცა მოულოდნელი სიხარულიც ისევე ჰკლავს ადამიანს, როგორც მოუქარვებელი მწუხარება”.
* * *
„ – ვაჰმე! რამდენი ხიფათი ელის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ამ უხანო და მუხთალი წუთისოფლის სტუმარს”.
* * *
„ის რა უბედურებაა, თუ თან უარესი უბედურებაც არ მოსდევს?”
* * *
„ – მიშველეთ, ხალხო! – შეჰყვირა სანჩომ, – ბატონების ფათერაკებთან საჭურველთმტვირთველებს რა ესაქმებათ? კარგია, თქვენმა მზემ: ბატონებს – სახელი და დიდება, ჩვენ კი – ოფლის ღვრა და ჭაპანწყვეტა! დალახვროს ღმერთმა! ისტორიკოსებს მაინც რომ დაეწერათ – „ამა და ამ რაინდმა ესა და ეს ფათერაკი წარმატებით დააგვირგვინა და ამ საქმეში მავანი და მავანი საჭურველთმტვირთველი შველოდა, ვისი შემწეობის გარეშეც ვერაფერსაც ვერ გახდებოდაო”, – კიდევ ჰო, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, დამდგარან და ისე მშრალადა წერენ: „დონ პარალიპომენონმა, სამი ვარსკვლავის რაინდმა, ექვს ურჩხულთან შეტაკებისას წარმატებით დააგვირგვინა ეს საშინელი ფათერაკიო”, საჭურველთმტვირთველს კი, რომელიც რაინდს მხარში ედგა ამ შეტაკებისას, ერთი სიტყვითაც არ ახსენებენ, თითქოს დედამისს არც კი გაეჩინოს ამ ქვეყნად!”
* * *
„კაცმა დიდხანს უნდა იცოცხლოს, რომ ბევრი რამე ნახოს”. – (ავტორი გენია.ჯი)