ამონარიდები ჟოზე სარამაგუს რომანიდან – „სიბრმავე”

„თავად უნდა დაბრმავდე, თუ გინდა გაიგო, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საკუთარი თავისთვის გარჯა სულაც არ არის ძნელი, ბევრად ძნელია, როცა სხვის გამოსაკვებად ირჯები”.

* * *

„შიში არ არის კარგი მრჩეველი”.

* * *

„სიკვდილი რომ არ აგვცდება, ეს დაბადებიდანვე ვიცით. ამიტომაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მკვდრებად ვიბადებით”.

* * *

„ყველა ფიცი და მტკიცი როდი სრულდება, ხან სულიერი სისუსტის მიზეზით, ხანაც უზენაესი ძალის ზემოქმედებით, რომელსაც ყოველთვის როდი ვითვალისწინებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეუძლებელია ცხოვრება, თუნდაც მოწესრიგებულ და დალაგებულ ლაბირინთში”.

* * *

„თუ პირობა მცდარია, დასკვნაც მცდარი იქნება”.

* * *

„გასაღები ჯიბეში რომ გაქვს, უფრო გჯერა, რომ ოდესმე მაინც დაბრუნდები შინ”.

* * *

„უსაფუძვლოა ზოგიერთის მტკიცება, რომ ძლიერი გრძნობები, მათ შორის დედაშვილური სიყვარული, უცხოა იმ ადამიანებისათვის, სამწუხაროდ, მრავლად რომ არიან და საზოგადოებრივი მორალის თვალსაზრისით, ცოტა არ იყოს, უწესო ცხოვრებას ეწევიან”.

* * *

„სიკვდილისას ყველა ბრმავდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება