ამონარიდები ილიას ესენბერლინის რომანიდან – „შელოცვილი მახვილი”
„ვინც სიფრთხილის გარეშე ლაპარაკობს, იგი ავადმყოფობით არ მოკვდება!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედნიერი რომ იყო, საჭიროა ყოველთვის დროზე ჩაკლა შურისაღმძვრელი გველი, რომელიც ადამიანს ყველაზე მოულოდნელ ადგილებში დარაჯობს. ერთი წამით მისცემ მას თავისუფლებას და თვითონ იგი დაგკბენს შენ. მისი ნაკბენები უკურნებელია…”
* * *
„ – ეტყობა, რაც უფრო მეტად ბერდება ადამიანი, მით უფრო ძლიერ შიშობს, რომ ყველა თავის მტერზე შურისძიებას ვერ მოასწრებს!”
* * *
„უფრო ხალისით გჩუქნიან რაიმეს, როცა იციან, რომ შენ შეგიძლია ძალით წაართვა ეს”.
* * *
„ – ღონიერ მგელს დაღეჭილი საჭმელი არ შეერგება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სჯობს საკუთარი ხბო გყავდეს, ვიდრე საზიარო ხარი”.
* * *
„ – დიახ, როცა გარეშე მტერი გესხმის თავს, მაშინ ყველაზე უფრო ადვილია ხალხის დარაზმვა მშობლიური მიწის დასაცავად. ასეთ შემთხვევებში ბევრი ლაპარაკი არ გიწევს. ადამიანები ყოველნაირი გაჭირვებისა და გადასახადებისათვის მზად არიან, ხოლო ბრძოლაში მეომრებს ხელი არ უკანკალებთ.
მაგრამ როცა შინაური მტერი გამოჩნდება, მაშინ საქმე რთულდება. მდაბიო ხალხი ჩვეულებრივ განზე დგას ტახტისთვის ბრძოლისაგან, დანარჩენები კი იცდიან და ანგარიშობენ, ვის მიემხრონ.
რა შეიძლება იყოს საკუთარ სახლში ხანძარზე უფრო საშიში!”
* * *
„სად ნახულა მეფე და სულთანი თავისას არ იღებდეს?”
* * *
„მწევარი, რომელსაც სირბილს ჭიტლაყით აიძულებენ, მელას ვერასოდეს დაეწევა!..”
* * *
„სადაც გვერდის ავლა შეიძლება, საქმე სისხლის დაუღვრელად გააკეთე”. – (ავტორი გენია.ჯი)