ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ – თვალი მაცდურია! ზოგჯერ გგონია, კაცს ელაპარაკები, სინამდვილეში კი ძაღლთან გაქვს საქმე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართალს რად უნდა დაწერა, თუ მართალია ყველაფერი, ადექი და პირში უთხარი, პირში თქმას რა სჯობია!”
* * *
„არიან ადამიანები, რომლებიც კაცობრიობის მანკიერებათა თაიგულს განასახიერებენ”.
* * *
„ – ისა სჯობია, წესები დაიცვა და ადგილი დამითმო!
- რატომ უნდა დაგითმო?
- იმიტომ, რომ ერთი ფეხი მაკლია!
- თითო რაღაცა ყველას გვაკლია!”
* * *
„ზოგიერთს ცოდნა ვინეგრეტივით აქვს თავში აზელილი და განზავებული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანის სული გაორდა, საკუთარ თავთან დაპირისპირებული უცხო სული შეიხიზნა, ოფიციალური და ყალბი; ჩვენ ფარისევლობის ჭაობში ვიძირებით”.
* * *
„ – ერთი რამე იცოდე, შამშოვიჩ! წინათ ვიდრე მანქანებს და დაზგებს გამოიგონებდა კაცი, ყველაფერი უბრალოდ იყო: ათი მუშაობდა, ერთი ჭამდა. მაგ მანქანებმა გაამრუდა ეს ქვეყანა, შამშოვიჩ, ხალხი გააზარმაცა და გაააფერისტა. ერთი მუშაობს და ათი ჭამს. თავდაყირა დადგა, რაღა! რათაო? შემეკითხები და აქ არა ვარ! წინათ ათი კაცი იმდენს აკეთებდა, თავისთავი და ერთი ვინმეც ერჩინა. ახლა, მაგ მანქანების წყალობით, ერთი იმდენს აკეთებს, ათ კაცს შეინახამს. გამოდის, რომ თუ წინათ ათი კაცი ერთს ინახავდა, ახლა ასს ინახამს. აბა, ვნახოთ, რა გამოვიდა: წინათ ათი კაცი ერთს ინახამდა, ახლა ასს ინახამს. მაშ, ოთხმოცდაცხრამეტისა სად მიდის?”
* * *
„ – მთავარია საქმე გეჭიროს ხელში და კუჭი და ჯიბე გქონდეს სავსე…”
* * *
„ – საქმეს რომ გაჩაჩხვა შველოდეს, დღეს მთელი ქვეყანა გაჩაჩხული იქნებოდა”.
* * *
„ – ისეთი თანამდებობა, რომ არც ფიზიკურად მუშაობდე და არც გონებას ატანდე ძალას, ჩემის აზრით, არ უნდა იყოს”.
* * *
„იმედი რწმენის დედაა!” – - (ავტორი გენია.ჯი)