ამონარიდები ილიას ესენბერლინის რომანიდან – „შელოცვილი მახვილი”

„ყველაფერი გადაჭარბებული, ჩვეულებრივ, ეჭვს იწვევს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალხზე ძალაუფლება მკაცრ ხელსა და ქვის გულს მოითხოვს”.

* * *

„სანამ ადამიანი ფეხქვეშ ქელავს საწუთროს, მას ვნებები და სურვილები არ ტოვებს…”

* * *

„რაც არ უნდა გაბედული იყოს მტერი, მასზე უფრო გაბედულია ხალხი, რომელიც მშობლიურ მიწას იცავს”.

* * *

„გაუმაძღრობაზე უარესი რა შეიძლება იყოს ადამიანისათვის!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამქვეყნიური განცხრომა სიზმარივით წარმავალია. დიახ, ოქროს ტახტი, სიმდიდრე, სიყვარული და მწუხარება – ყოველივე ეს მხოლოდ თვალის მოტყუებაა”.

* * *

„ხელიდან გაშვებულ ძალაუფლებაზე საშინელი არაფერია!”

* * *

„ხალხში გავარდნილი ხმა მურზე უარესად აშავებს ადამიანს”.

* * *

„გაზაფხულის ცვალებად ქარსა ჰგავს პოლიტიკა და იცვლება ვითარების შესაბამისად”.

* * *

„შიში ყველაზე საიმედო კლიტეა მოლაყბე პირებზე!..” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

Facebook comments are currently unavailable