ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიიდან – „დავით აღმაშენებელი”
„ – სიბერეს მრავალ სიავესთან ერთად ერთი ჭირიც თანა სდევს, ვეჟო. მას, ვინც ბერდება, აგრე ჰგონია, ჭკუა მემატებაო, ხოლო მასზე უმცროს თანამედროვეებს ეოცნებებათ: ჩვენ გვემატება ჭკუა და მას აკლდებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცნობილია ხანგრძლივად ერთად ცხოვრების გამო ერთნაირი შეხედულებანი და ჩვევანი უვითარდება ხოლმე ცოლ-ქმარს”.
* * *
„არაფერი ისე არ უმსუბუქებს ადამიანს დარდს, როგორც ფრინველთა და ცხოველთა სიახლოვე”.
* * *
„ – შვილნო, ნუ გეშინიათ ნურცა მტრისა, ნურცა ნადირისა, როცა საქმეს რაიმეს განიზრახავთ ვაჟკაცურს”.
* * *
„პატივი მიაგეთ სტუმარს, სულ ერთია, მდაბიორი იქნება იგი, თუ ელჩი, რადგან სტუმარს შორს გააქვს სახელი როგორც ბოროტისა, ისე გულმართლისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის გასაცნობად ათეული წლებია ხშირად საჭირო, რადგან ადამიანის სული უმთვარო ღამეა”.
* * *
„როგორც მდინარენი მიდიან და აღარ მოდიან, აგრე ილევიან დღენი და თან მიაქვთ ნატამალნი ჩვენი სულისა და ხორცისა”.
* * *
„თუ უბირი ადამიანები, რომელთა ცხოვრების პირობებსა და ოცნებათ შორის გადაულახავი მზღვარია დადებული, მეტწილად აუხდენელი სურვილებით სულდგულობენ და იოლად ურიგდებიან მათ არშესრულებას, მეფეებს, დედოფლებსა და ტირანებს, გალაღებული ცხოვრების ძალით, ქვეშეცნეულად უვითარდებათ წინასწარ რწმენა, რომ ყოველი, თვით უმცირესი მათი წადილი, უეჭველად უნდა ახდეს და თუ რაიმე მიზეზის გამო ეს ვერ შეასრულეს, ისინი ფრიად უბედურად იგრძნობენ ხოლმე თავს”.
* * *
„ნათქვამია ბრძენთაგან: მხოლოდ იგია ღირსი სიცოცხლისა და თავისუფლების, ყოველდღე ბრძოლით ვინც შეიძლებს მათ მოპოვებას”.
* * *
„არავინ ისე სასაცილო არაა ამქვეყნად, როგორც დიდის ქადილით ომში მიმავალი, მაგრამ ბოლოს დამარცხებული”. – (ავტორი გენია.ჯი)