ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„თუ ერთმა გითხრას – ბრმა ხარო, შეებრძოლე. ორისას – არ დაუჯერო. თუ სამმა გითხრას – შეყოყმანდი, მაგრამ თუ მეშვიდემაც გაგიმეორა – თვალები დაჰხუჭე და საქვეყნოდ აღიარე: დიაღ, ბრმა გახლავართ!” – მიხეილ ჯავახიშვილი (გივი შადური) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფრთხილად, კვაჭო! თავი დაანებე საბუთებს და დამტკიცებას, თორემ თუ გამოძიება დააწყებინე, სადაც ხუთს გაიგებენ, იქ მეექვსესაც გამოსჩხრეკენ. თუ ერთ ოთახში შეიხედეს, მეორეში და მესამეშიც შეჰყოფენ თავს და მაშინ… თუ ტანთ გაგხადეს, პერანგსაც გაგაძრობენ და ისე გაგატიტვლებენ, რომ ერთი წერტილიც არ დაგრჩება დამალული. დაანებე თავი წარსულს, ნუ გაუღებ გულს, ნუ გაიხდი ტანისამოსს, ნუ მისძვრები ბედის ყულფში, თორემ იგი მეათეჯერ აღარ გამოგაძვრენს და ისე შემოგიჭერს კისერზე, რომ შენი კვაჭობაც ვეღარ გიშველის”. – მიხეილ ჯავახიშვილი (კვაჭი კვაჭანტირაძე)
* * *
„უცნობო მეგობარო, მუდამ ერიდეთ ისეთ ადამიანს, ვინც მუდამ სდუმს და თითქმის არასოდეს არ იცინის. ყბედი მეჯავრება, მუნჯისა კი მეშინიან. ერთი უსაფქვაო წისქვილივით არაკუნებს, მეორე კი ცხრაკლიტურით დაკეტილ სალაროს მომაგონებს, სადაც შეიძლება ძვირფასი განძიც იდოს, მაგრამ შესაძლებელია, შხამიან გველებსაც წააწყდეთ”. – მიხეილ ჯავახიშვილი (გივი შადური)
* * *
„მეგობრობაში სასწორზე არავინ დებს, ვინ ვისთვის რა გააკეთა”. – ოტია იოსელიანი (ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი)
* * *
„ყურებს სწირავენ მსხვერპლად, რათა თავი შეინარჩუნონ!..” – ილიას ესენბერლინი (შელოცვილი მახვილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მშვლის სიკვდილი ისეთი შემზარავი რამეა, მის მშვენიერ თვალთაგან დადენილ ცრემლებს მეც არაერთგზის ავუტირებივარ ტყეში”. – კონსტანტინე გამსახურდია (დავით აღმაშენებელი)
* * *
„მე მუდამ მძაგდა ის დიაცნი, რომელნიც მისთხოვდებიან თუ არა უცხო ტომის ნაშიერს, მყისვე ივიწყებდნენ საკუთარ ოჯახსა და სამშობლოს”. – კონსტანტინე გამსახურდია (დავით აღმაშენებელი)
* * *
„ – აი ჩვენი ცხოვრება და ბედი – ლანდი, ნისლია და მეტი არაფერი”. – მიხეილ ჯავახიშვილი (გივი შადური)
* * *
„ყველას თავისი წილი ეკუთვნის და ერთისა მეორისთვის არამია”. – ოტია იოსელიანი (ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი)
* * *
„ …შესაძლებელი რომ იყვეს ისე მოეწყოს სახელმწიფო ან რომელიმე ლაშქარი, სადაც გამიჯნურებულნი წყვილნი იომებდნენ მხარდამხარ, მაშინ სიყვარულში ურთიერთთან გაჯიბრებულ მიჯნურთა ლეგიონს ვეღარავინ დაუდგებოდა წინ”. – კონსტანტინე გამსახურდია (დავით აღმაშენებელი)