ამონარიდები ფრანც კაფკას რომანიდან – „ამერიკა”
„როცა სულ ძაღლივით გექცევიან, ბოლოს და ბოლოს, მართლაც დაიჯერებ, რომ ძაღლი ხარ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იმისდა მიუხედავად, უნდა ეს ვინმეს თუ არა, სამართალმა უნდა იზეიმოს”.
* * *
„შეუძლებელია თავის დაცვა, როცა საამისოდ არავითარი კეთილი ნება არ არსებობს”.
* * *
„თანამემამულის ნახვის სიხარული ყველაფერს დაგავიწყებს ადამიანს”.
* * *
„საუკეთესო ადამიანიც კი, რომელსაც, საკუთარი უდანაშაულობის მიუხედავად, საიდუმლო და უსიამოვნო დავალების შესრულება უწევს, ვიდრე ამ საიდუმლოს ინახავს, ცხადია, საეჭვოდ გვეჩვენება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არავის აქვს უფლება მოითხოვოს ჩემგან, საკუთარ თავს ვუღალატო, არავის”.
* * *
„გადატანილი უსამართლობის მოყოლით მოსალოდნელი უსამართლობის თავიდან აცილება უიმედოა”.
* * *
„ყველაფერი ჩვენი სურვილის თანახმად როდი ხდება”.
* * *
„ადამიანები ნებით თუ უნებლიეთ თანამოსაუბრის მზერას იმეორებენ ხოლმე”.
* * *
„დიახ, ჯერ კიდევ არსებობს ერთგულება ქვეყანაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)