ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიიდან – „დავით აღმაშენებელი”

„ხანდახან ეგეც ხდება ხოლმე, ვისაც ღმერთი უჩვეულო ნიჭს და სილამაზეს მიაკუთვნებს, იგი უჩვეულოდ უბედური ხდება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მამაკაცებს თავიანთი მოძრავი და დაუდგრომელი ცხოვრების მეოხებით ერთისადმი სიყვარული ეუცხოვებათ, მე ვიტყოდი, არც ემარჯვებათ.

მათ არ შეუძლიათ ერთი ქალი უყვარდეთ, რაც უნდა სათაყვანებელი ცოლი, ან ხასა არ იყვეს იგი.

ხოლო ჩვენ, დიაცნი, ჭეშმარიტად უბედურნი ვართ, რამდენადაც კაცთა ზნეობამ ჩვენ აგვკიდა მომეტებული ტვირთი დარცხვენისა! ამიტომაც ჩვენ იძულებულნი ვართ, ჩვენი უფაქიზესი გრძნობები შეფარვულად ვატაროთ მუდამ.

ჩვენი ქრისტიანი მამაკაცები მანდილოსნებთან საუბარში ხშირად ჰქირდავენ ხოლმე მუსულმანებს მრავალცოლიანობის გამო, არსებითად კი არც ერთი მამაკაცი, გარდა მონისა, ერთ ცოლს, ან ერთ საყვარელს არ დაჯერებულა.

ეს ჩვენა ვართ მანდილოსანნი, რომელთაც ერთადერთისადმი სიყვარული გვტანჯავს მარადის”.

* * *

„განა ყოველი კაცი კაცია, არც ყოველი მიმინოა მიმინო, არც ყოველი ცხენია თანატოლი თავის თვისტომთა”.

* * *

„ადამიანთა ომახიანი ანაგობა მატყუარაა ხშირად. ასევეა ხანდახან სიმჭევრეც სიტყვისა. ხშირად ლამაზად თქმულ სიტყვაში ნაკლებია ჭეშმარიტება, ვიდრე ენაბრგვილის მიერ გაცხადებულში”.

* * *

„გონიერი მეფე უნდა ეცადოს, რამდენსამე მტერს არ შეებრძოლოს ერთად”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც მეფის საამებლად არასაქნელს შესაძლებლად დასახავს, იგი კაცი ცუდი მრჩეველია უთუოდ”.

* * *

„მონობაში აშენებული ერი ჯერ არავის უნახავს”.

* * *

„ყველა ყოველთა ნათესავია ამქვეყნად”.

* * *

„ – არაფერი ისე საამური არაა ამქვეყნად, როგორც საყვარელი ადამიანისათვის შრომა. ყველა, ვისაც კი რაიმე მშვენიერი შეუქმნია ამქვეყნად, მხოლოდ ამისათვის გარჯილა. ამიტომაც ხდება ხოლმე, რაც კი სიყვარულის ძალით შექმნილა, მხოლოდ იგი ყოფილა სახილველად საამური და ზეაღმტაცი, ხოლო ის, რაც იძულებით გაკეთებულა, იგი ნარივით ეჩხირება ხოლმე კაცის თვალს”.

* * *

„ადამიანი უნდა შეეცადოს მარტოობას შეეგუოს როგორმე, რადგან ბოლოს და ბოლოს კაცი მარტო რჩება თავის ღმერთის წინაშე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>