ამონარიდები ილიას ესენბერლინის რომანიდან – „შელოცვილი მახვილი”

„თუ მტერზე ხელი აღმართე, მაშ დაჰკა მხოლოდ სასიკვდილოდ, იმიტომ რომ ბოლომოუღებელ მტერზე უფრო საშიში არაფერია”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხშირად ჭკუით ძლიერი მბრძანებლებიც კი ვერ ახერხებენ ძალაუფლებით დაბრმავების თავიდან აცილებას”.

* * *

„რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი დიდების კიბეზე, მით უფრო უმრავლდება მტრები”.

* * *

„ყოველი პატრონი თავის თიკანს სხვის ვაცზე უფრო მეტ ფასს ადებს”.

* * *

„თუ გინდა სძლიო ახალ მტერს, დაუმეგობრდი ძველს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიმკაცრეს მხოლოდ მაშინ მოაქვს ნაყოფი, როცა სამართლიანობის ფეხდაფეხ მიდის”.

* * *

„ – სხეულის ჭრილობა ჩქარა ხორცდება და ადამიანს აღარ აწუხებს. მაგრამ სულიერი…”

* * *

„ვინ არ თვლის თავის თავს ყველაზე უფრო ჭკვიანად!”

* * *

„საჭიროა აკეთო შენი საქმე, და თუ მას ნამდვილი აზრი აქვს, მაშინ მას დავიწყება არ ემუქრება”.

* * *

„უმჯობესია საქმე ჯიქთან გქონდეს, ვიდრე გველთან!..” – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება