ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიიდან – „დავით აღმაშენებელი”
„ – ეგეც ხდება ხანდახან: თავხედობა და ყომარბაზობა გაცილებით მეტად ფასობს ხშირად, ვიდრე ცოდნა და ნიჭი. ამიტომაც თავხედი და უნიჭო შორს გაასწრებს ხოლმე ნიჭიერსა და მოკრძალებულს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გამბედაობა დროზე მოქნეული კომბალია, რომლითაც გამბედავი სწრაფად მოქნევაში დაასწრებს ხმლოსანს”.
* * *
„ – როცა სადმე მიდიხართ, უნდა ეცადოთ, შინ დასტოვოთ გულის კლიტენი, რადგან გული არც ბაღჩაა, ყოველ კაცს რომ შეეძლოს შიგ შეიჭვრიტოს, არცთუ ძველი სკივრია იგი, ერთ ვინმეს მიანდო მისი გასაღები; ვთქვათ ის კაცი რეგვენი აღმოჩნდა და კლიტე დაჰკარგა, იხმობ ოსტატს, ახალ საკეტს გაუკეთებენ მაგ ძველ სკივრს, მაგრამ ერთხელ დაკარგული გულის კლიტენი არავის უპოვნია ხელმეორედ არაჟამს…”
* * *
„ყველაზე ძლიერი შეიძლება ყველაზე გაუფრთხილებელიც იყოს”.
* * *
„არავინაა მუდამ გმირი ამქვეყნად და არცთუ არვინ ისეთი ძაბუნი, თუნდაც ერთხელ სიმამაცე არ გამოჩინოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამართალი კაცთა შორის მართალს ესაჭიროება და გულმართალს და არა მიმმძლავრებელსა და მიმტაცებელს”.
* * *
„სახედრის ხსენება უფრო უვნებელი რამეა, ვიდრე ზოგიერთის დანახვა…”
* * *
„ნათქვამია, კარამდის მიჰყევიო მტყუანს”.
* * *
„მარტოობაში მომეტებულ დაფიქრებას ეჩვევა კაცი”.
* * *
„გაჭირვება უდიდესი მწვრთნელია”. – (ავტორი გენია.ჯი)