ამონარიდები ჯემალ ჯაყელის რომანიდან – „გულის საუნჯე”
„მარტო თავის თავზე ფიქრი წაახდენს ადამიანს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მეგობარი რომ გყავდეს, თვითონ უნდა შეგეძლოს მეგობრობა”.
* * *
„ – ღმერთს ასე დაუწერია ადამიანის ბედი: კიდეც უნდა დაიღალოს, კიდეც უნდა დაისვენოს, კიდეც უნდა იტიროს, კიდეც უნდა იცინოს, კიდეც უნდა უყვარდეს, კიდეც უნდა სძულდეს… ღამეს დღე უნდა მოჰყვეს, ზამთარს – ზაფხული…”
* * *
„ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი ბედის დაჩოქება, ადამიანს უნდა შეეძლოს შეუძლებელი… ე, მაშინ იქნება ბედნიერი”.
* * *
„უსაქმოდ დარჩენა სიგლახეა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიშორე რას დაგიშლის, თუკი ადამიანი არ გავიწყდება…”
* * *
„თუ საჭიროებისამებრ არ მოიხმარ, ძვირფასი ნივთიც ჰკარგავს ფასს”.
* * *
„ – ნუთუ ეს ასეა ცხოვრებაში? – მიაღწევ და კვლავ რაღაც მიუღწეველი გრჩება!”
* * *
„ – ხომ ხედავ, როგორია ქვეყანა, ცხოვრება? კიდეც დაგცემს, მაგრამ კიდეც წამოგაყენებს. ოხვრას ღიმილი მოსდევს, ზამთარს – გაზაფხული”.
* * *
„ადამიანები სიკვდილის შვილები ვართ, რაღა ცოდვის შვილებიც ვიყოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)