ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ავკაცნი ყოველთვის უმადურნი არიან და, თუ დასჭირდათ, უყოყმანოდ სჩადიან იმას, რაც არ უნდა ჩაიდინონ, რადგანაც ოღონდ აწინდელი გაჭირვებიდან გამონახონ გამოსავალი და მომავალს აღარ დაგიდევენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბრძენკაცი ზოგ რამეს სახვალიოდაც უნდა ინახავდეს და ერთ დღეში არ ხარჯავდეს მთელ თავის ძალას”.
* * *
„ცით მოვლენილ უბედურებას ამ ქვეყნად ვერც კეთილდღეობა და ვერც ფუფუნება ვერ აგვარიდებს”.
* * *
„უბედურებაში რომ თანამგრძნობი ჰპოვოს კაცმა, ესეც ერთგვარი ნუგეშია”.
* * *
„საყვარელი არსების სიახლოვე თვით ყველაზე თამამ ენასაც კი ამუნჯებს ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭაბუკური სიყვარული უფრო ხშირად ნამდვილი სიყვარული კი არ არის, არამედ წამიერი ტკბობის სურვილი და თავდავიწყება, რასაც გულმოყირჭება მოსდევს შედეგად. ხოლო როცა ამაზე მიდგება საქმე, ის, რაც აქამდე სიყვარულად ჩანდა, თითქმის მთლიანად მთავრდება და, ზრდის ნაცვლად, დაწრეტილი უკუიქცევა, რადგან მას არ შეუძლია გადალახოს ბუნების მიერ დადებული ზღვარი, რომელიც სრულიად უცხოა ჭეშმარიტი სიყვარულისთვის”.
* * *
„დაე, ყველა კაცს თავისმა წერამ მოუღოს ბოლო”.
* * *
„ვინ დაიკვეხნის ამ ქვეყნად, თითქოს შეძლო, ჩასწვდომოდა ქალის იდუმალ ზრახვებს და ამოეცნო ჟინიანი ბუნება მისი?”
* * *
„იტყვიან, ერთ უბედურებას მეორე მოსდევსო და ერთის დასასრული მეორე, უფრო უარესი უბედურების დასაწყისიაო”.
* * *
„უბედურებას ასე სჩვევია: ხშირად მეხსიერებას უხშობს, ვისაც თავს დაატყდება, და საკუთარ სახელსაც კი ავიწყებინებს”. – (ავტორი გენია.ჯი)