ამონარიდები ნაირა გელაშვილის რომანიდან – „დედის ოთახი”
„ადამიანმა სიმართლე უნდა იცოდეს. სიმართლის წართმევა ყველაზე დიდი დანაშაულია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეჰ, ადამიანს მოთხოვნილება აქვს ვიღაც უყვარდეს და ენდოს, სხვას, მეორეს. თუ არავინ შეიყვარა, არავის ენდო და სიფრთხილესა და ეჭვებში დაიხარჯა, თავის თავს გაძარცვავს, დაასახიჩრებს… ისე, რომ თვითონ უფრო დაზარალებული გამოვა… ბოლოს…”
* * *
„მარტო კაცი იბადება არაფრის მცოდნე, არაფრის მაქნისი. ტანჯვით აკოწიეწბს რაღაც ცოდნას, გამოცდილებას. ნამცეც-ნამცეც აგროვებს. ისიც სწორს თუ მცდარს, ეშმაკმა უწყის. ძალით გლეჯს ყველაფერს ბუნებას, თავისი თავიდან ძალით და გარჯით ამოაქვს ნიჭი, უნარი, ჯახირობს, შრომობს”.
* * *
„სხვებს რას უყურებ. სხვებივით რას ფიქრობ. შენ შენა ხარ. შენი თვალით შეხედე”.
* * *
„სისულელე ადვილად ვრცელდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანმა უნდა იცოდეს, ზუსტად უნდა იცოდეს, რისთვის ისჯება…”
* * *
„ – ეშმაკმა, ანუ ბოროტებამ სახე იცვალა. გაიგე! იმ სახით კი აღარ დადის: კუდით და ჩლიქებით! ისიც თანამედროვე ხდება, ყველა დროში ახალ-ახალ სახეს იღებს”.
* * *
„ძველი მედიცინა ავადმყოფობის მიზეზს კურნავდა. ჩვენ კი შედეგს ვერ გავცილებივართ…”
* * *
„არის ხოლმე დღეები… უაზრობა უაზრობას გადაებმება, მარცხი – მარცხს, გაუგებრობის, აუხსნელი შემთხვევითობების ფერხულში ამოჰყოფ გაოგნებულ თავს…”
* * *
„სამყაროს თუ ყავლი გაუვიდა, ჩვენი ცოდვები რა შუაშია, თუ ჩვენ უნდა გვიწიოს ცოდვამ, ვარსკვლავები რა შუაშია, „მთოვარე” ან მზე?” – (ავტორი გენია.ჯი)