ამონარიდები იორამ ჩადუნელის რომანიდან – „მსჯავრი”
„ნაადრევი დასკვნების გაკეთებას ვნების მეტი არაფრის მოტანა არ შეუძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი, თურმე, ბუნებით როდი იბადება ბოროტი. აღზრდის დროს უმახინჯებენ გონებასა და ხასიათს”.
* * *
„რამდენმა წისქვილის ქვამ არ იტრიალა ჩვენი ქვეყნის თავზე, მაგრამ მაინც გადავურჩით განადგურებას”.
* * *
„წამიერი უიმედობა ადამიანის თანდაყოლილი სენია”.
* * *
„მამის გაჭირვებას შვილი თუ არა, სხვა ვინ გაიზიარებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეშმაკები სულში ხელებს მაშინ აფოთიალებენ, როდესაც ადამიანს რაღაც აწუხებს”.
* * *
„არც ერთი ქალი არ აპატიებს მამაკაცს ზედმეტ გულახდილობას”.
* * *
„ადამიანის ნამოქმედარი ადამიანმავე უნდა გამოამზეუროს”.
* * *
„ზოგიერთ ჩვენს ახალგაზრდას კარგად არც კი უნახავს საქართველოს ულამაზესი მთა-ბარი, საზღვარგარეთ წასვლისათვის კი თავს იკლავენ”.
* * *
„კაცს თავისი მეობა უნდა ჰქონდეს, უცილობლად”. – (ავტორი გენია.ჯი)