ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„სინდისი ნამეტანი კაი საქონელია”. – ოტია იოსელიანი (სანამ ურემი გადაბრუნდება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე, ისე სხვის სიმწარეს როგორ გაიგებ?” – ჯემალ ქარჩხაძე (იუპიტერის სინანული)
* * *
„ – შრომას და ამაგს ვინ დაგიფასებს, ჩემო ამირან!.. არავინ”. – რეზო ჭეიშვილი (კინოგადაღება)
* * *
„ღმერთები შურიანები არიან და ერთი კაცისთვის ერთ სიქველეზე მეტს ძნელად იმეტებენ…” – ჯემალ ქარჩხაძე (იუპიტერის სინანული)
* * *
„ბედნიერი რომ ერქვა, ისეთ ადამიანსაც, არ უცხოვრია თავისი ცხოვრებით, დღემდე არ ყოფილა დედამიწაზე იმისთანა ქვეყანა, სადაც კაცისშვილს თავის გუნებისად გაევლო წუთისოფელი”. – ოტია იოსელიანი (ქალი გამოვიდა საღალატოდ) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უკეთესი და უარესი მხარე ყველაფერს აქვს”. – ჯემალ ქარჩხაძე (იუპიტერის სინანული)
* * *
„უმადურება ამპარტავნობის შვილია და ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა ამ ქვეყნად”. – სერვანტესი (დონ კიხოტი)
* * *
„წალაპარაკება ვის არ მოსვლია?! არის სადმე ასეთი ოჯახი?” – ჯემალ ქარჩხაძე (იუპიტერის სინანული)
* * *
„ყველაფერს თავსაც ვერ უმხელს ადამიანი”. – ოტია იოსელიანი (ქალი გამოვიდა საღალატოდ)
* * *
„საერთოდ, ადამიანს ცხოვრება ის არ ჰგონია, რაც სინამდვილეშია”. – ჯემალ ქარჩხაძე (იუპიტერის სინანული) – (ავტორი გენია.ჯი)