ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „იყო ერთი ქალი”

„შეიძლება ვერ მღეროდეს ადამიანი, მაგრამ არ შეიძლება, არ იცინოდეს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჭორი ბაყაყივითაა – აყიყინდება, აყიყინდება, გაიბერება და შეიძლება ხარის დატოლება მოინდომოს”.

* * *

„ადამიანი მაინც ადამიანია, შეიძლება ვარსკვლავებამდე მიფრინდეს, მაგრამ ღმერთი მაინც ვერ იქნება”.

* * *

„რისი გამხელაც არ შეიძლება, ალბათ, იმას არც მარტო მოსმენა უშველის”.

* * *

„ეს ქვეყანა მაშინ დამთავრდება, კაცი კაცის ნდობას რომ დაკარგავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თურმე, ის კი არ არის მთავარი, რა თანამდებობა გიჭირავს, საქმე ისაა, ვის უჭირავს ეს თანამდებობა”.

* * *

„ადამიანებმა რომ იცოდნენ, ვის რა უდევს გუნებაში, ან საერთოდ არ ეღირებოდა სიცოცხლე, ან არავინ იქნებოდა უბედური…”

* * *

„ზოგი, როცა თვითონ იღუპება, შურით სხვასაც ღუპავს…”

* * *

„რას ჰქვია გადამთიელი, ადამიანი – ადამიანია”.

* * *

„ძმისთვის ყველა კი ეცდება, შენ მითხარი, სხვისთვის რას ვაკეთებთ…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება