ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიიდან – „დავით აღმაშენებელი”
„ზოგ კაცს ის ოხერი ენა სულ რომ არა ჰქონდეს, აჯობებდა, როგორც მისთვის, ისე სხვისთვისაც. რადგან ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არა, მაინც რად ახსენე ერთად მეფეები და ცხენები შოშიტაი?
- ისინი ერთ რამეში ჰგვანან ერთმანეთს, ჩვენო პატრონო, თუ გააჯავრე, წიხლებს გითავაზებენ ლამაზ ლამაზებს”.
* * *
„ყოველგვარი ღალატი, მეგობრის მიმართ იქნება იგი, თუ მამულისა, გინდა რწმენისა და ზნეობის მიმართ, პირველად ჩადენისას არის ძნელი. თორემ ერთხელ ვინც შესძლებს უღალატოს რაიმეს, წმიდათაწმიდად მიჩნეულს, მას იოლად შეუძლია იგი დღეში სამჯერ გაიმეოროს”.
* * *
„ხალხი ბალღსა ჰგავს ერთ რამეში: მას ყოველთვის ეჩქარება ის აისრულონ, რისი ახდენაც სანუკვარია მისთვის”.
* * *
„არასოდეს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებთ ხელისმოცარვას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„აგრე ხდება მუდამ, კაცს სწორედ იქ მიაკლდება ძალა, როცა ყველაზე მეტად ესაჭიროება იგი”.
* * *
„ – სიყვარულის საფანელი ამაგია ჩვენი პატრონო”.
* * *
„ – ყოველ კაცს უჭირს ამქვეყნად, ჩემო შოშიტაი. ნურავის ჰგონია ზოგიერთი მეფე რომელიმე მეჯინიბეზე უფრო სვებედნიერი იყოს”.
* * *
„ადამიანი ყოველივე სიავეს ეგუება ბოლოს და ბოლოს”.
* * *
„ – ერთ რამეს კიდევ მოგახსენებდი, მეფევ ბატონო, ჩემის გლეხური ჭკუითა, ყოველი კაცი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ყოველი კაცი, ვინც სულ აღზევებას მიესწრაფვის, უთუოდ საეჭვოა.
რადგან იგი, ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი და გლახაკნი მიესწრაფვიან აღზევებას მუდამ”. – (ავტორი გენია.ჯი)