ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიიდან – „დავით აღმაშენებელი”
„ლაპარაკი რა ბედენაა, ჭამის არ იყოს, პირის გაღების გარდა, სხვა რაღა უნდა ლაპარაკს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვაჟკაცობა იგი როდია, რაც შეიძლება ჩქარა მიახალო კლდეს შუბლი, ამაზე უფრო დიდი გმირობაა: ამ კლდეზე მტერს მიანთხევინო ტვინი”.
* * *
„ჭეშმარიტად ბედნიერია იგი, ვისაც სიჭარმაგეში არ გადაჰყვება ხელიდან გამოცლილი სიჭაბუკის დარდი”.
* * *
„ყოველ წამს უნდა გამოსძალო კაცმა სიხარული, უამისოდ რაღაა ცხოვრება?”
* * *
„საბოლოოდ დამარცხებულად ის ჩაითვლება, ვინც საბოლოოდ გასრესილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხშირად უმნიშვნელო ნაფოტისაგან წარმოსდგება უდიდესი ხანძარი”.
* * *
„ადამიანებს ეგრე სჩვევიათ: საკუთარი ხელისმოცარვის მიზეზს თავის გარეშე ეძებენ ზოგჯერ”.
* * *
„ცხოვრება ჯერ არავის გაუვლია უცოდველად”.
* * *
„უჩრდილო სიხარული ამქვეყნად მხოლოდ ბალღების ოცნებაა”.
* * *
„სახელი სიკვდილსა ჰგავს, როცა საჭიროა იგი თავათ მოგვაკითხავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * * * *
P.S. 8 თებერვალი – ერთ-ერთი უდიდესი ქართველის, საქართველოს დიდი მეფეთ-მეფის – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა!