ამონარიდები ოტია იოსელიანის ნოველიდან – „მეწინავე”
„ჭკვიანისათვის გუშინდელი დღევანდელის მასწავლებელია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინ ვის ნებას მორჩილებს და ვისაა აყოლილი, ამას, სანამ არ გათითოვდებიან, ვერავინ მიხვდება. ბოლოს კი, დამარტოხელებული, ამ შეურაცხმყოფელ მიხვედრას სხვას გადააბრალებს – ჩემ გარდა იქ ათასი იყოო, და არ გაამხელს”.
* * *
„მძიმეა, უსაშველოდ მძიმეა მეფის გვირგვინი, ბრიყვს ოქროთი და ბრილიანტით მოოჭოვილი რომ ეჩვენება”.
* * *
„ყველა სულიერი სიკვდილის შვილია, მაგრამ ბედნიერება ისაა, რომ არ იცი, სად გელოდება და როდის მოგწვდება”.
* * *
„გადაგვარებას – სხვად ქცევას, მაინც დაღუპვა-განადგურება სჯობს. ან ის უნდა იყო, რაცა ხარ, ან არ უნდა იყო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თითქოს ყველამ იცის, ნამდვილი გული გარედან არ ჩანს, მაგრამ, საუბედუროდ, ყველას მაინც ხელისგულზე დადებული გული ურჩევნია”.
* * *
„ძლიერებას ძალის გამოვლინება არ უნდა დასჭირდეს, იგი იმდენად თვალში საცემი უნდა იყოს, თვალდახუჭულმაც დაინახოს, როგორც მშვენიერებას არ უნდა ძახილი: მიცქირეთ, რა მომხიბვლელი ვარო!”
* * *
„ასიდან გადარჩენის ასივე საიდუმლო უნდა იცოდე, დამღუპველი ერთის არმცოდნეც იგივეა, რაც ყოვლად უვიცი”.
* * *
„იქნებ ცალ-ცალკე ყველას ეკითხებოდე ჭკუას, მაგრამ რაც ბევრია, იმდენად ჭკუა ჭკუას აბათილებს, ვინემ ერთმანეთს ემატება”.
* * *
„უმტროდ და უმოყვროდ ვის უცხოვრია, რომ შენ სასწაული მოახდინო?” – (ავტორი გენია.ჯი)