ამონარიდები ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„როგორც ჩანს, ბავშვობის მოგონებას, რაც უნდა მხიარული და სასიამოვნო იყოს იგი, მაინც ახლავს რაღაც ყრუ ტკივილი და სხვისთვის შეუმჩნეველი, თითქმის აუხსნელი სევდა”. - (ნუ გააღვიძებ) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ვირს დიდი ყურები აქვს, მაგრამ კაცის ცოტა თუ ეყურება”. – (მე ვხედავ მზეს)

* * *

„ – ეგნატე ნინოშვილი წადით და გამაძღარ, გამთბარ და გაფუშფუშებულ ბავშვებს წაუკითხეთ, სხვაიც რომ შეეცოდოთ და პატარა მჭადი რომ მოუტეხონ”. – (ნუ გააღვიძებ)

* * *

„ – ასეთია ცხოვრება, თვალებს გაცეცებინებსო, შენი რომ არ დაგირჩება, სხვისას გასესხებინებსო”. – (მე ვხედავ მზეს)

* * *

„რა უბედურებაა, მოხუცი კაცი ჯანმრთელ და ახალგაზრდა კაცს რომ დაინახავს, მაშინ გაახსენდება საკუთარი სიბერეც და სატკივარიც”. – (უმადური) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ზრდილობის, მორალის და ეთიკის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჭირდება ადამიანს”. – (მე ვხედავ მზეს)

* * *

„ – ეს ცა ღვთის თვალია და ყველაფერს იტევს, დალოცვილი, დღესაც და ღამესაც”. – (უმადური)

* * *

„მიყვარს სიზმრები, რადგან უსიზმრო ღამით მკვდარი მგონია თავი. მე ასე ვანგარიშობ: დღისით, როდესაც დავდივართ და ვლაპარაკობთ, ვცოცხლობთ, ღამით, როდესაც გვძინავს და ვერაფერს ვგრძნობთ, მკვდრები ვართ. უბედურია კაცი, რომელსაც სიზმარი არ ესიზმრება, ესე იგი, ის ნახევარ სიცოცხლეს მკვდრად ატარებს, გამოდის, რომ ასეთი კაცი ას წელიწადში ორმოცდაათი წელი მკვდარია”. – (მე ვხედავ მზეს)

* * *

„ძნელია კაცად ყოფნა, ძალიან ძნელი, გაცილებით ძნელი, ვიდრე ღმერთობა, მადლობა ღმერთს, ამაში თვითონ დარწმუნდა იესო ქრისტე – ჩვენი მაცხოვარი… ძნელია უბრალო, დასამიწებელ კაცად მოსვლა ამ ქვეყანაზე, ძალიან ძნელი…” – (სისხლი)

* * *

„არც ერთ ცოცხალს არ უნდა მკვდარი რომ იყოს…” – (მე ვხედავ მზეს) – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>