ამონარიდები ვაჟა-ფშაველას მოთხრობებიდან…
„ვუცქერი: საფლავებს სთხრიან… საფლავებს ადამიანთათვის… უნდა ხალხი დაფლან, დამარხონ… აახ, ღმერთო!.. კიდევ გულსაკლავი სურათი? აღარ მინდა ამგვარი სურათები, სხვა მაჩვენე, კარგი, გულის სალბუნო; მაჩვენე მდელო, ყვავილებით მორთული, იქ მოსეირნე იგივე ხალხი, მოსეირნე, მომლხენი და მოკისკისე! არ მინდა დავინახო საფლავის მთხრელნი, არ მინდა საფლავების ნახვა, მეჯავრება!..” – (ოცნება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეგრე ყოფილა წინათ, ეგრე იქნება მომავალში. ზამთარი ზამთრად დარჩება, გაზაფხული – გაზაფხულად და ზაფხულიც იგი იქნება, რაცა ყოფილა და არის, ხოლო ჩვენ… ჩვენ აღარ ვიქნებით. ჩვენ წავალთ ამ სოფლით, გავქრებით, გავცავმტვერდებით”. – (ოცნება)
* * *
„ძალაობას სამართლით მოშველება სჯობია”. – (ცრუპენტელა აღმზრდელი)
* * *
„ენა ადამიანისა სველია, ხოლო გული მისი მგელია”. – (ირემი)
* * *
„ოჰ, რა ცუდია გაცრუებული იმედი!” – (ცრუპენტელა აღმზრდელი)
* * *
„ამ წუთისოფელს თავი და ბოლო ერთად უძევს”. – (უძმოს ძმა)
* * *
„შეუბრალებელია ადამიანი”. – (ირემი)
* * *
„ასეა ადამიანის ბუნება: ბერჯელ ისეთს რასმე ამბობს, რის წინააღმდეგი არ შეიძლება იყოს; მაინც ამბობს სათვალთმაქცოდ, რათა ერთიმეორეს ეჩვენოს კეთილმოწყალე და ქველ ადამიანად”. – (ირემი)
* * *
„კაცს სამარცხვინო ამბის თქმა თავის თავზე არ უყვარს”. – (ცრუპენტელა აღმზრდელი)
* * *
„მადლობა ღმერთს, თუ იმდენად ბედნიერნი ვართ, რომ სიცოცხლე არ გვეთმობა…” – (ოცნება) – (ავტორი გენია.ჯი)