მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…
„ოჰ, ნეტა, იმ კურთხეულ დროს, როცა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი წყეული ცეცხლსასროლი იარაღის სატანური ძალა, რომლის გამომგონებელიც, ჩემი ღრმა რწმენით, უკვე გეენის ცეცხლში იღებს თავისი ეშმაკეული გამოგონების ჯილდოს. მისი წყალობითაა, რომ ვიღაცის მხდალი და ბინძური ხელი ბოლოს უღებს მძლეთა-მძლე რაინდს, სიმამაცით გულანთებული ჯიქურ რომ მიიწევს მტრისკენ და უცებ, ეშმაკმა უწყის, საიდან გამომტყვრალი ბრმა ტყვია (შესაძლოა, იმ კაცის მიერ გასროლილი, თვითონვე რომ ფერი ეცვალა, როცა ამ წყეული საჭურვლის სასხლეტს გამოჰკრა თითი) ერთ წამში მოუსწრაფებს სიცოცხლეს და მზეს დაუბნელებს იმას, ვინც ღირსი იყო იმისა, რომ ძალიან დიდხანს ეცქირა მზისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)