ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებიდან…
„რაგინდ დიდრონი ამბები ასტეხო, ღმერთამდე, აბა რომელი ავმაღლებურვართ”. – (ზღაპარი შედევრსა და იმის მასალაზე ანუ ჩვენი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სისუსტე რომელს არა გვჭირს?!” – (ბახვას გულმა რეჩხი უყო)
* * *
„ბევრმა არ ვიცით წვალების ყადრი”. – (ზღაპარი შედევრსა და იმის მასალაზე ანუ ჩვენი)
* * *
„ბიჭი რისი ბიჭია, ცხოვრებაში ერთხელ თუ არ აურია”. – (ნაბიჯი)
* * *
„აი, ბევრი რამ ხომ ადვილია, მაგრამ ნატვრისთანა ადვილი არაფერიც არ არის. იმედიც მოაქვს, წარმოდგენაცა, ნუგეშიცაა, და უფასოცა”. – (ზღაპარი შედევრსა და იმის მასალაზე ანუ ჩვენი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამა ქვეყანას თუ როდისმე რამე დააქცევს და – მლიქვნელობა, პატივმოყვარეობა და, წარმოიდგინე, შიში”. – (მხოლოდ ერთი კაცი)
* * *
„უცნაურია, არა, სიყვარული? – შვილისა განსაკუთრებით…” – (ბახვას გულმა რეჩხი უყო)
* * *
„თავისი თავი ყველას სხვისა თავზე მეტი ჰგონია”. – (ზღაპარი შედევრსა და იმის მასალაზე ანუ ჩვენი)
* * *
„ადამიანს რომ ტკივილით შეაგნებინო, რა წესია”. – (ბახვას გულმა რეჩხი უყო)
* * *
„ვიცი, რომ ხე, რომელსაც ბოროტი ნაყოფი გამოაქვს, უნდა მოიჭრას და ცეცხლზე დაიდოს”. – (მხოლოდ ერთი კაცი) – (ავტორი გენია.ჯი)