ამონარიდები მაქსიმ გორკის რომანიდან – „დედა”
„ამბობენ, დედამიწაზე სხვადასხვა ხალხი – ებრაელები და გერმანელები, ინგლისელები და თათრები ცხოვრობენო. მე ეს არ მჯერა! დედამიწაზე მხოლოდ ორი ხალხია, ორი შეურიგებელი ტომი, – მდიდრები და ღარიბები!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველას ბრალია, რომ ცხოვრება ასე უკუღმართადაა მოწყობილი”.
* * *
„ – ზოგჯერ ადამიანი ლაპარაკობს, ლაპარაკობს, მაგრამ შენ კი მისი არაფერი გესმის მანამ, სანამ ის ისეთ უბრალო სიტყვის თქმას ვერ მოახერხებს, რომელიც ყველაფერს უცებ მოჰფენს ნათელს!”
* * *
„ – მეტად არასასიამოვნო რამაა ფული! ყოველთვის უხერხულია მისი აღებაც და მიცემაც…”
* * *
„ – მართალია, ჩვენი მსაჯულები – ჩვენი შვილები არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ალბათ სიკვდილი ამ ცხოვრებაზე უფრო ადვილია!”
* * *
„კარგი ადამიანი მარტო არ ცხოვრობს, მასთან ყოველთვის არის ხალხი…”
* * *
„ – ადამიანის სურვილებს საზღვარი არა აქვს, მისი ძალა – განუზომელია!”
* * *
„ – დედამიწაზე ცოტანი არიან თავისუფალი ადამიანები, ესაა უბედურება!”
* * *
„სიკვდილის წინ მაინც უნდა გაისეირნოს ადამიანმა სიმართლის გვერდით!” – (ავტორი გენია.ჯი)