ამონარიდები მაქსიმ გორკის რომანიდან – „დედა”

„ხშირია შემთხვევა, როცა წერა-კითხვის უცოდინარს წერა-კითხვის მცოდნეზე მეტი ესმის, მითუმეტეს თუ წერა-კითხვის მცოდნე მაძღარია!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მწამს, რომ პატიოსანი ადამიანები უკვდავნი არიან”.

* * *

„ჩვენ შესაძლებელია მეტისმეტად ვუფრთხილდებით ჩვენი გრძნობების ხარჯვას, უფრო გონებითა და აზრით ვცხოვრობთ, ეს კი, ცოტა არ იყოს, გვამახინჯებს, რადგან ჩვენ ყველაფერს ვაფასებთ, იმის მაგივრად, რომ ვიგრძნოთ…”

* * *

„არ არის ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც მცირე ბედნიერება იყოს საკმარისი”.

* * *

„ეცადეთ, თავისუფლება მოიპოვოთ, ის პურსაც მოგცემთ და სიმართლესაც…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – პატიოსან ადამიანს ადვილად გამოიცნობ სიფათით და კაცმა პირდაპირ უნდა თქვას, რომ ასეთები ცოტანი არიან!”

* * *

„გლეხის ფასი  – კონაში ერთი შაურია, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა კონაში ასი ღერი მაინცაა…”

* * *

„კარგი ადამიანისათვის ცხოვრება ძნელია, სიკვდილი კი ადვილი”.

* * *

„ – ამ მხეცურ ცხოვრებაში ძალაუნებურად შენც გამხეცდები!”

* * *

„ყველა აკეთებს იმას, რაც შეუძლია!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>