ამონარიდი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან – „უძმოს-ძმა”
„ – საკვირველი ვიყავ, საკვირველი, სხვების საქმეში დაღალული, რაც მე ქვეყნის მუშაში დავღალულვარ, სხვის საქმე მიკეთებია, იმის ნახევარი რო თავის სახლისათვის მერგო, ჩემზე წინ კაცი არ იქნებოდა. ახლა ნაჭრევები, ნაცემი რამდენი მჭირს სულ სხვის გულისთვის. ვინ დასთვლის? ეჰ, მადლობა შენთვის, უფალო, ნეტავი ისევ ჯეილი მქნა და თუნდ ათჯერ ამაზე მეტიც მამხვედრიყო, კიდევაც ავიტანდი. სიბერე, ეს ოხერი, ცუდი ჭირი ყოფილა. შინ ჯალაფთ მოძულებული გარეთაც აღარავის უნდივარ. სიცოცხლე მანამდე უღირს კაცს, მანამ იმას ქვეყანა რასმე გამოელის. მეც მარტო მაშინ მიღირდა სიცოცხლე და მაშინ ვიყავ კაი ბიჭი, მანამ ყველა გაჭირვებულს ჩემზე ჰრჩებოდა თვალი და ფიქრობდა: ან ეხლა მამეშველება ჩალხო, ან ეხლაო. აი, მაშინა ღირდა ჩემი სიცოცხლე სიცოცხლედ. ეხლა რა ვარ? არაფერი. იმისთანა საქმეს რო შევესწრო, უნდა თვალები დავხუჭო… ფუჰ!..”