ამონარიდები ჟოზე სარამაგუს უკანასკნელი რომანიდან – „კაენი”

„ჭეშმარიტად სავალალოა იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც ცხოვრების მიზნად მხოლოდ შთამომავლობის წარმოქმნა დაუსახავთ და არ კი იციან, რატომ და რისთვის”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„განა ზეცაში არ იღიმიან, როგორ არა, იღიმიან, მაგრამ მუდამ კრძალვით, სათნოდ და ოდნავი სინანულითაც კი, თითქოს თავს დამნასავედ გრძნობენ და ბოდიშს იხდიან მარადიულ ნეტარებაში ყოფნის გამო”.

* * *

„დროს დრო უნდა მისცე”.

* * *

„მშობლებისათვის დამახასიათებელი ბრმა სიყვარული, მუდამ ხელს გვიშლის, ჩვენი შვილების ავ-კარგი ობიექტურად შევაფასოთ”.

* * *

„აქამდე რით ვერ მიმხვდარხართ, რომ ღმრთის ნება მიუწვდომელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღმერთი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ შეგვეწიოს და ხელი მოგვიმართოს”.

* *

„და მაინც, დაღვრილი სისხლი თავისას ითხოვს”.

* * *

„მართალია ანდაზა გვასწავლის, დაღვრილ რძეს ცრემლს ნუღა დაუმატებო, მაგრამ თუ ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ დაღვრილი რძის გამო ტირილი არც მთლად უსარგებლო საქმეა, თან ჭკუის სასწავლიც, რამეთუ ნათლად დაგვანახებს, თუ როგორი დაუფიქრებლობის დაღი აზის მრავალ და მრავალ ადამიანურ საქციელს”.

* * *

„ანდაზაა ასეთი: ეშმაკმა იცის, ვისი შუბლი ამოკაწროსო”.

* * *

„ეჭვი გამოცდილთა ჩვევაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>